Thursday, January 31, 2013

ნიღბების ისტორია


          დღესდღეობით ნიღბებს იშვიათად იყენებენ, ძირითადად ეს ხდება კარნავალებზე, თეტრალური დადგმების დროს , ფილმებში და ისეთ ფესტივალებზე, როგორიცაა მაგალითად : halloween ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიღბების გამოყენება თითქმის არ ხდება.
ვენეციელი ქალბატონი (Dama di Venezia)
          ნიღბები ხშირად ძარცვასთან და დამნაშავეობასთან ასოცირდება , რადგან ჩვეულებრივ ბოროტმოქმედები ძარცვის პროცესში  ნიღბებს იკეთებენ. ამით ისინი თავიანთი ვინაობის დამალვას და დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ახერხებდნენ. ამ მიზეზის გამო ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნიღბები სწორედ ძარცვის მიზნით შეიქმნა, მაგრამ ეს სწორი არ არის.

არლეკინის ნიღაბი
        ნიღბებს დიდი ისტორია აქვს. ისინი თავდაპირველად ვენეციაში შეიქმნა. ვენეცია პატარა ქალაქი იყო და  მოსახლეობის დიდი  ნაწილი ქუჩაში ერთმანეთს სცნობდა. ეს ვენეციელებისთვის დიდი დისკომფორტი იყო,  რადგან ისინი ვერ ახერხებდნენ პირადი ცხოვრება სხვებისგან დაემალათ.სწორედ ეს გახდა ნიღბების შექმის და მათი აქტიური გამოყენების მიზეზი. ადამიანებს არ სურდა, რომ სხვებს დაენახათ რას საქმიანობდნენ ისინი სინამდვილეში, ამის დასამალვდ         კი ნიღბები საუკეთესო საშუალება იყო.

         ხალხმა მალე ნიღბებისგან სარგებლის მიღება ისწავლა, რამაც საზოგადოები დაკნინება გამოიწვია. შენიღბული არისტოკრატები თავისუფლედ ჩადიოდნენ ამორალურ საქციელს . ეკლესია მონასტრებში აზარტულ თამაშებს თამაშობდნენ. საეკლესიო პირები კი შენიღბულები ისევე ისცოდავდნენ , როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობა.

         ნიღბების ტარებამ გამოიწვია დამნაშავეობის გაზრდა და ამის გამო ვენეციის მმართველებმა აკრძალეს მისი ტარება. ნიღბით სახის დაფარვა მხოლოდ კონკრეტულ დღეებში შეიძლებოდა. ერთერთი ასეთი დღე იყო კარნავალი.

       ვენეციიის კარნავალი დღესაც ძალინ დიდი პოპულარობოთ სარგებლობს. მილიონობით ტურისტი ჩადის ვენეციაში სპეციალურად კარნავალზე დასასწრებად . სადაც ყველა სპეციალურ კოსტიუმებში არიან გამოწყობილი და ცნობილ ვენეციურ ნიღბებს ატარებენ , რომლებიც მთელ მსოფლიოში არის განთქმული თავისი სილამაზით. 

 ვენეციური ნიღბები განსხავდებოდნენ ერთმანეთისადან სტილით და ტარების მანერით.

         შავი ჭირის მკურნალი (Medico della Peste) -  ამ ნიღაბს საკარნავალოდ არ იყენებდნენ, მაგრამ მას იკეთებდნენ ექიმები შავი ჭირის დროს, როდესაც პაციენტების მოსანახულებლად მიდიოდნენ. მის გრძელ ცხვირში ასხამდნენ სხვადასხვა სახის არომატის ზეთს ან სხვა ნივთიერებას, ფიქრობდნენ რომ ეს დაიცავდათ დაავადებისგან. ნიღაბთან ერთად ატარებდნენ შავ ქუდს და მოსასხამს, რომელიც სელისგან ან რაიმე პრიალა ნაჭრისგან იყო შეკერილი, ამიტომაც ხშირად წააგავდა ბოროტ ფრინველს, ხელში კი ჯოხი ეჭირა, იმისთვის რომ დაავადებულს ხელით არ შეხებოდა
   
       ბაუტა (Bauta) ერთერთი ყველაზე პოპულარული ვენეციური ნიღაბია.ის მე–17 საუკუნეში შემოვიდა მისით ინიღბებოდა ნებისმიერი სოციალური ფენის და სქესის ადამიანი.
    მიუხედავად უსიამოვნო შესახედაობისა , მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მასთან ერთად ძირითადად ატარებდნენ შავ წამოსასხამებს , რომლებიც ფარავდა ფიგურას და სამკუთხა ქუდს. ბაუტას სახელი წარმოსდგება იტალიური სიტყვისგან "babau" ეს იყო საშინელი მხეცი , რომლითაც ბავშვებს აშინებდნენ. ბაუტა იყო იდეალური შესანიღბავი არისტოკრატებისთვის , რათა შეუმჩნევლად შესძლებოდათ ხალხში დამოსვლა.


კატა (Gatto) - ვენეციაში ცოტა კატა იყო, ამიტომაც მათ პატივის სცემდნენ და ერთ-ერთი საკარნავალო ნიღაბიც მიუძღვნეს. არსებობს ლეგენდა კაცზე, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, ჯიბეში ერთი გროშიც არ ეგდო, მაგრამ კატა ჰყავდა. კატა ბებერი იყო, მაგრამ მთელი სასახლის თაგვები დააფეთა, რითაც დოჟი ძლიერ გაახარა. კატა ვენეციაში დარჩა, ჩინელი კი მდიდარი დაბრუნდა სამშობლოში. მისი ერთი მეზობელი იმდენად განცვიფრდა, რომ იფიქრა კატაში თუ ასეთ ფულს იხდიან, ძვირფას აბრეშუმში უფრო მეტს მომცემენო. გაემგზავრა კიდეც ვენეციაში. დოჟს ძლიერ მოეწონა აბრეშუმის ნაჭრები და ვაჭარს დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ ყველაზე ძვირფას რამეს მისცემდა რაკი გააჩნდა. ასე აღმოჩნდა ბებერი კატა კვლავ ჩინეთში.






No comments:

Post a Comment