კლასიკური ფრანგული დესერტები და ადგილები პარიზში, სადაც მათ დაგემოვნებას შეძლებთ

23 ივლისი 2019

საფრანგეთი დესერტებით გამორჩეული ქვეყანაა, პარიზი კი - დედაქალაქთან ერთად, ამ სახელმწიფოს ყველაზე პოპულარული ქალაქია. სწორედ ამიტომ, სად უნდა დააგემოვნო გემრიელობები, თუ არა ამ სიყვარულის ქალაქში? წაიკითხეთ ჩვენი სია და გაიგეთ, სად შეძლებთ დააგემოვნოთ საუკეთესო დესერტები.

მადლენი - ფუმფულა პატარა კექსია, რომლის გემოს დავიწყებაც საკმაოდ რთული და შეუძლებელიც კია! ყველაზე ფაფუკ მადლენს კი Fabrice Le Bourdat’s Blé Sucré-ში აღმოაჩენთ.

მაკარუნი - ეს ფერადი დესერტი განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან მას ხშირად ვაწყდებით არამხოლოდ საკონდიტროებსა და კაფეებში, არამედ სოციალურ ქსელებშიც. აღსანიშნავია, რომ მაკარუნი ისტორიაში შუა საუკუნეებიდან ჩნდება, თუმცა განსაკუთრებულ პოპულარობას მე-19 საუკუნიდან იძენს. ყველაზე გემრიელსა და ფერად მაკარუნს კი, ვფიქრობთ, რომ Ladurée-ს საკონდიტროებში დააგემოვნებთ.

შემდეგი ჩვენს ტკბილ სიაში კრემ-კარამელი გახლავთ, რომელსაც კრემ-ბრულეს ნათესავადაც მიიჩნევენ. გარდა ამისა კი, ამბობენ, რომ საუკეთესო კრემ-კარამელს Le Grand Colbert-ში დააგემოვნებთ.

კანელი - პატარა გემრიელობა, რომლის ერთ-ერთი ინგრედიენტი ალკოჰოლური სასმელი რომი გახლავთ, ბორდოს რეგიონიდანაა და მიუხედავად ალკოჰოლისა, მას მიირთმევენ როგორც საუზმეზე, ისე სადილსა ან ვახშამზე. მის დაგემოვნებას Lemoine-ში გირჩევთ.

მენდიანტი - ეს დესერტი ცნობილია თავისი ტოპინგის 4 სახეობით, რომელთა შორისაა: ქიშმიში, მიწისთხილი, ლეღვი და ნუში - და აღსანიშნავია, რომ ისინი სათანადოდ წარმოაჩენენ დომინიკურ, ავგუსტინურ, ფრანცისკულ და კარმელიტურ ორდენებს. ამ დესერტის დაგემოვნებას A la mere de familie-ში შეძლებთ.

და ბოლოს, უგემრიელესი ნუგა - შეიძლება ამ დესერტის აქ ნახვა გაგიკვირდეთ და თქვათ, ნამდვილად ფრანგული დესერტია ნუგა? მისი ფესვები ხომ შუა-აღმოსავლეთსა და ესპანეთშია? მაგრამ ნუგა დე მონტელიმა ამ დესერტის ფრანგული ნაირსახეობაა, რომლის ფესვებიც პროვანსიდან მომდინარეობს. საუკეთესო ნუგას კი Le Petit Duc-ში დააგემოვნებთ.

თუ პარიზში მოგზაურობას გადაწყვეტთ და ტკბილეულობის დაგემოვნება მოგინდებათ, ჩვენი სია თქვენს გზამკვლევად იგულეთ.

წყარო: Theculturetrip.com