Wednesday, December 06, 2006

გალაქტიონი...

იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ,
იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ.

ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე,
იმგვარივე ცა, იმგვარივე ხე.

იგივ ქარი დაჰქრის, იღუნება ბზა,
იმგვარივე მზე, იმგვარივე ზღვა.

ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს,
იმგვარივე ხმით, იმგვარივე ზარს.

No comments: