კომპიუტერის განვითარების ისტორია

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კომპიუტერი XX-საუკუნის გამოგონებაა, თუმცა ეს, ასე არ არის.

      ადამიანი თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის ცდილობდა შეემსუბუქებინა თავისი ფიზიკური და გონებრივი შრომა, ამიტომ ამ მიზნით ის იგონებდა სხვადასხვა შრომის იარაღებს, გამოთვლებისთვის იყენებდა კედლებს ამოტიფრული ნაკაწრების სახით. ძველ ჩინეთში დასათვლელად იყენებდნენ ჯოხზე ასხმულ ქვებს (სუან-პან), დღევანდელი ჩოთქის პროტოტიპს.
       1642 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა ბლეის  პასკალმა გამოიგონა პირველი მექანიკური გამოსაანგარიშებელი მანქანა, რომელსაც შეეძლო რიცხვების შეკრება და გამოკლება. მან ამ მანქანას უწოდა Pascaline
 ბლეის  პასკალ
               პასკალინი







1694 წელს გერმანელმა  მათემატიკოსმა გოტფრიდ ვილჰელმ  ფონ ლაიბნიცმა, პირველმა სცადა გაეუმჯობესებინა პასკალის გამოგონება და შექმნა ახალი გამომთვლელი მანქანა სახელწოდებით stepped reckoner, რომელსაც შეეძლო ოთხი მათემატიკური გამოთვლა შეესრულებინა; გამრავლება, გაყოფა, მიმატება, გამოკლება. თუმცა მისი მანქანა ხშირად იყო არაზუსტი.
       1820 წელს ჩარლზ ხავიერ ტომას დე კოლმარმა გამოიგონა „arithometer“. კოლმარის მანქანას შეეძლო ოთხივე მათემატიკური მოქმედებების სრული სიზუსტით გამოთვლა.
       პასკალის, გოტფრიდის და კოლმარის გამოგონებებმა საფუძველი ჩაუყარა შემდგომში კომპიუტერის შექმნას.
1821 წელს ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბებიჯმა პირველმა გამოთქვა იდეა პროგრამულად მართვადი გამომთვლელი მანქანის შესახებ. მან შექმნა ანალიტიკური მანქანა, რომელიც ავტომატურად ასრულებდა სპეციალურ პერფო ბარათებზე ჩაწერილ ისტრუქციებს. ამ მანქანისათვის პირველი პროგრამები შექმნა ცნობილი ინგლისელი პოეტის ჯორჯ ბაირონის ქალიშვილმა ადა ლავლეისმა, რომელიც აღიარებულია პირველ პროგრამისტად.
       ჩარლზ ბებიჯი

      პერფო ბარათები

                              

                                  XX-საუკუნის კომპიუტერები
1941 წელში konrad Zuse ააგო პირველი პროგრამირებადი კომპიუტერი, რომელსაც უწოდა Z3. იგი იყო პირველი კომპიუტერი, რომელსაც შეეძლო კომპლექსური საიჟინრო განტოლებების ამოხსნა.
 1942 წელში ჯონ ათანასოთმა და კლიფორდ ბერმა დაასრულა მუშაობა პირველ ელექტრო კომპიუტერზე, რომელსაც დაარქვეს  ABC (Atanasoff-Berry Computer) ეს იყო პირველი კომპიუტერი, რომელიც აწყობილი იყო ელექტრო მილაკებზე და იყენებდა  ელექტროენერგიას, მას შეეძლო გამოეთვალა რთული მათემატიკური  ლოგარითმები.
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.
1944 წელს პროფესორმა ჰოვარდ აიკენმა და ფირმა IBM-მა ააწყო ელექტრო მექანიკური კალკულატორი Mark 1, რომელის სიმაღლე 2,44 მ. ხოლო სიგრძე 16,17 მ. იყო.
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.
       1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ მოჩლიმ და პრესფერ ეკერტმა ერთობლივად შექმნეს იმ დროისათვის ყველაზე მძლავრი გამომთვლელი მანქანა სახელწოდებით ENIAC (Electronic Numerical Integrator and Computer-ელექტრონული რიცხვითი ინტეგრატორი და კომპიუტერი). ENIAC 1000-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა ვიდრე Mark 1. მანქანას ქონდა 178468 ელექტრონული მილაკი, 4100 მაგნიტური ელემენტი და ეკავა 300 კვ.მ. ფართობი.
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

 1974 წელს ინჟინერმა ტედ ჰოფმა Intel-ის კორპორაციაში შექმნა პირველი მიკროპროცესორი, სახელწოდებით Intel 4004. ამ მიკროპროცესორმა საფუძველი ჩაუყარა ახალი თაობის კომპიუტერებს, რომლებიც უფრო სწრაფები და გონიერები გახადა. 
intel 4004                                 ტედ ჰოფი
გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.


1975 წელს ფირმა MITS-მა შექმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი Altair 8800, რომელშიც გამოიყენა ფირმა ინტელის გაუმჯობესებული მიკროპროცესორი Intel 8080

       1977 წელის აპრილში სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა დაარსა ფირმა Apple, რომლის მიზანი იყო შეექმნათ ძლიერი და იაფი კომპიუტერი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა საშუალო ფენისთვის.  მათ შექმნეს კომპიუტერი Apple II, მას ქონდა დახურული არტიტექტურა და სხვა ფირმის დეტალები მასთან არათავსებადი იყო.
 
                                       Apple II 

IBM-მა უფრო პროგრესული გზა აირჩია. მან მუშაობა წარმართა ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც იქნებოდა ადვილად კონსტრუირებადი, ექნებოდა სხვადასხვა ფირმების დეტალების მხარდაჭერა და მოდერნიზაციის მეტი საშუალება.
      1981 წელს IBM-მა გამოუშვა კომპიუტერი (მოდელი IBM 5110), რომელიც დღევანდელი გადასახედიდან მინიმალური შესაძლებლობების იყო, მაგრამ იგი ითვლება პირველ პერსონალურ კომპიუტერად და საფუძველი დაუდო კლასიფიკაცია PC-ს.
                            IBM 5110 


კომპიუტერები, მასში გამოყენებული ტექნოლოგიების მიხედვით იყოფა თაობებად;
        I თაობა 1951-1959 წლები, ამ პერიოდში კომპიუტერები აგებული იყო რადიოდეტალებზე და ელექტრონულ ვაკუმურ ნათურებზე. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დოლები, ხოლო ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობად გამოიყენებოდა მაგნიტურ ლენტზე დამაგროვებლები.     

       II თაობა 1959-1963 წლები, ამ პერიოდში კომპიუტერებში ვაკუმური ნათურების მაგივრად გამოიყენებოდა ტრანზისტორები. იგი იყო უფრო პატარა, სწრაფი, იაფი იყო, მოიხმარდა ნაკლებ ელექტრო ენერგიას და სითბოსაც ნაკლებს გამოყოფდა. ასეთ დეტალებზე აწყობილი კომპიუტერები უფრო სწრაფი და სანდო იყო, ვიდრე პირველი თაობის კომპიუტერი.
       

III თაობა 1963-1974 წლები. მესამე თაობის კომპიუტერის ლოგიკური სქემები
სრულად აგებული იყო მცირე ინტეგრალურ სქემებზე – მიკროსქემებზე. რამაც კიდევ უფრო გააიაფა მისი ღირებულება და გაზარდა საიმედოობა და სწრაფქმედება.


IV თაობა, 1974 წლიდან  მოყოლებული კომპიუტერების აგება დაფუძნებულია  მიკროროცესორებზე
1969 წლიდან იწყება ინტერნეტის შექმნა.

1983 წელს კომპანია Microsoft-მა ქალაქ ნიუ-იორკში წარმოადგინა ოპერაციული სისტემა Windows-

5 comments:

  1. საინტერესო იყო 😇😍

    ReplyDelete
  2. this shit is bad make it better and more intresting

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი ყო მომეწონა 5 წავიკითხე

    ReplyDelete