Wednesday, April 20, 2011

ვარცხნილობა

ქალბატონების უმეტესობა ყველაზე მეტ ყურადღებასა და დროს თმის მოვლასა და სასურველი ვარცხნილობის შერჩევას უთმობს. ლამაზი თმა ყველა ქალის სავიზიტო ბარათია და ის არც მამაკაცებს რჩებათ ყურადღების მიღმა. მოდა ამ მხრივაც სეზონურად იცვლება, თუმცა ძირითადი ტენდენციები მთელი წლის მანძილზე რჩება.


ლია ფანცულაია, სტილისტი:

- 2011 წლის ვარცხნილობის ახალი ტენდენციები საბოლოო სახეს იანვარში მიიღებს. თუმცა, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მოდაში ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ვარცხნილობები შემოვა, რომელიც ქალურობას გაუსვამს ხაზს. თუ წელს "ქერა ბოჰემის" წელი იყო, გაისად "რომანტიკული" სტილი იქნება დომინანტი. კვლავ მოდაშია ღია ფერის, მელირებული თმა, თუმცა აუცილებელი არ არის, ქერა იყოს. ახალ კატალოგში ასეთი ვარცხნილობებია მოცემული: თმის ძირები მუქი ფერისაა, ბოლოები კი ღია, რაც შეღებვის ახალი ტექნოლოგიების საშუალებით მიიღწევა. ზამთარს სპილენძისფერი და ოქროსფერი თმა უხდება. მართალია, ვარცხნილობის შერჩევა ყოველთვის ადამიანის სახის ფორმის მიხედვით ხდება, მაგრამ ქალებს ვურჩევ, არასდროს შეუშინდნენ სიახლეებს; იყვნენ გაბედულები და თავდაჯერებულები.


No comments:

Post a Comment