Saturday, January 26, 2013

ნიღბები..ნიღბები...


   ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოგვირგია ნიღაბი,ნიღაბი პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით.ლამაზი ბაფთებითა მორთულ-მოკზმული,მოხატული საკარნავალო ნიღაბი იქნება ეს თუ საკუთარი კანისა და მიმიკური ერთობლიობისაგან შექმნილი,ცხოვრებისეული ნიღაბი,ის ერთხელ მაინც გამოგვიყენებია ყველას.ადრე თუ ვენეციური,საკარნავალო ნიღბების ტარება იყო მოდური,ახლა უპირატესობა ცხოვრებისეულ ნიღაბს ენიჭება.გართულდა გამოცანა!ადრე თუ იცოდნენ,რომ ნიღაბს მიღმა ადამიანის სახე იმალებოდა,ახლა ამაშიც აღარ ვართ  დარწმუნებულები.ვუმზერთ ცხოვრებისეული ნიღბით სახედამშვენებულ არსებებს და ვცდილობთ გამოვიცნოთ,მათი სახის უკან ადამიანი იმალება თუ რაღაც სხვა არსება.არაფრისმთქმელი თვალები,ალბი ღიმილი,ხშირ შემთხვევაში მაკიაჟის სქელი ფენა-აი,თანამდროვე ნიღბების მთავარი მახასიათებლები.
 სჯობს შევეშვა თანამდეროვე ნიღბებზე საუბარს და მათ უწყინარ წინაპრებს,ვენეციურ ნიღბებს დავუბრუნდე.ცოტამ თუ იცის,რომ  დღესდღეისობით ასე მოხშირებული ცხოვრებისეული ნიღბების წინაპარი ვენეციური ნიღაბი იყო.ის იტალიაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა.ძველო ვენეციელები ნიღაბს ყოველდღიურ ცხოვრებაში ატარებდნენ.ის მათი განუყრელი აქსესუარი იყო.ამით ისინი საუთარ ვინაობასა და საქმიანობას ასაიდუმლოებდნენ.დროთა განმავლობაში ნიღბების ყოველდღიურად ტარება შეიზღუდა და მას მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში მოირგებდნენ ხოლმე.ნიღაბების ტარების თავდაპირველი მიზანი ყველა მცხოვრების გათნაბრებაც იყო.ნიღაბმორგებულთა შორის აღარ განირჩეოდა მდიდარი და ღარიბი,ლამაზი და მახინჯი,თუმცა  თანდათან ნიღბების ნაირსახეობები წარმოიშვა,რომელთა მფლობელებიც განსაზღვრული კლასის წარმომადგენლები იყვნენ.
  ბაუტა-ეს ერტ-ერტი ყველაზე პოპულარული ნიღაბი მაჩვიდმეტე საუკუნეში შემოვიდა.მისით შენიღბვა ნებისმიერი კლასისა და სქესის ადამიანს შეეძლო.
 ვენეციელი ქალბატონის ნიღაბი-მეთექვსმეტე საუკუნიდან გვხვდება,მას ძირითდად მდიიდარი ქალბატონეი ხმარობდნენ.ის განსაკუთრებული გარეგნული მახასიათებლებით გამოირჩეოდა და სხვა ნიღაბთა შორის ყველაზე ლამაზი იყო.
  ვოლტო-ამ ნიღაბს ჩვეულებრივი ადამიანები ატარებდნენ.
 შავი ჭირის მკურნალი-ეს ნიღაბი ვენეციაში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების დროს შეიქმნა.მას მკურნალები იყენებდნე ავადმტოფის ნახვისას.ნიღბის დამახასიათებელი ნიშანი გრძელი ცხვირი იყო,რომელშიც  სადეზინფექციო ხსნარის მაგვარ ნივთიერებას ათავსებდნენ.ნიღბის აუცილებელ ატრიბუტს შავი ლაბადა და ჯოხი წარმოადგენდა,რომლითაც მკურნალი ავადმყოფს ეხებოდა.
მორეტა-ფრანგული წრმოშობის ნიღაბი განსაკუთრებული პოპულარობით ქალთა შორის სარგებლობდნენ.ნიღაბი მფლობლის გარეგნულ მშვენიერებას უსვამდა ხაზს,რადგან შავი ხავერდით იყო შეკერილი.მას ეკლესიაში სიარულისას იყენებდნენ,და როგორც წესი, თან ვუალიც ახლდა.
 საკუთარი სახისა და პირადი ცხოვრების გასაიდუმლოების სურვილმა ვენეციელებს ნიღბებით სიარული მოაფიქრათ.მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში ტარების აკრძალვის მიუხედავად ამ აქსესუარმა აქტუალობა არ დაკარგა.დღსაც,ვენეციის კარნავალზე მოხვედრილ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოირგოს ვენეციური ნიღაბი და იმოგზაუროს საუკუნეების წინანდელ,ნიღბებით მორთულ-მოკაზმულ ვენეციაში.

No comments:

Post a Comment