ძუძუ, ქალის მკერდი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 21 : 8 ; დაბადება 49 : 25 ; გამოსვლა 2 : 9 ; 1მეფეთა 1 : 23 ; 3მეფეთა 3 : 21 ; იობი 3 : 12 ; ფსალმუნები 21 : 9 ; ფსალმუნები 130 : 2 ; იგავნი 5 : 19 ; ქებათა-ქება 1 : 13 ; ქებათა-ქება 7 : 4 ; ქებათა-ქება 8 : 8 ; ესაია 66 : 11 ; ეზეკიელი 16 : 7 ; ეზეკიელი 23 : 21 ; ოსია 2 : 2 ; ოსია 9 : 14 ; ლუკა 11 : 27 ; ლუკა 21 : 23 ; ლუკა 23 : 29 ;
=4.15.52 ძუძუ, ქალის მკერდი

სიტყვასიტყვით:
- ბავშვის გამოსაკვებად დაბ.21,8 გამ.2,9; 1მფ.1,23; 3მფ.3,21
- ღვთის კურთხევა დაბ.49,25
- ყრმობის შესახებ იობ.3,12 ფს.21,9
- სიყვარულის შესახებ ქორწინებაში იგავ.5,19 ქებ.1,13
- მკერდის სილამაზე ქებ.7,4.8.9; 8,10
- მკერდის დამჩნევა ქებ.8,8 ეზეკ.16,7
- უნაყოფო ოს.9,14
- ნეტარი ლუკ.11,27

სიმბოლურად:
- ღმერთისგან მოშორება ფს.130,2
- იერუსალიმი ეს.66,10.11
- მრუშობა ეზეკ.23,21 ოს.2,2
- დიდი ურვის ჟამის შესახებ ლუკ.21,23; 23,29

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21
8. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. გადაიხადა აბრაამმა დიდი პურობა იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.

დაბადება 49
25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.

გამოსვლა 2
9. უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს.

1მეფეთა 1
23. უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: ისე მოიქეცი, როგორც გერჩიოს. დარჩი, ვიდრე ძუძუს მოსწყვეტდე. იღონდ აგვისრულოს უფალმა თავისი ნათქვამი. დარჩა ცოლი და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ არ მოსწყვიტა.

3მეფეთა 3
21. ავდექი დილით, რომ ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის და, აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ის ბავშვი არ იყო ჩემი შვილი, რომელიც მე ვშობე.

იობი 3
12. რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?

ფსალმუნი 21
9. რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან და დამამშვიდე მის მკერდზე.

ფსალმუნი 130
2. არამედ ვაწყნარებდი და ვაყუჩებდი ჩემს სულს, ვით დედის ძუძუდან მოწყვეტილ ყრმას, ვითარცა ძუძუს მოწყვეტილი, ისეა ჩემში ჩემი სული.

იგავნი 5
19. მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!

ქებათა ქება 1
13. მურრის ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, ჩემ ძუძუთა შორის განისვენებს.

ქებათა ქება 7
4. ორი ძუძუ შენი ორი თიკანია ნიამორისა. მარჩბივნი.
8. შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი - ვაზის მტევნები.
9. ვთქვი, ავცოცდები-მეთქი ფინიკზე, მოვეჭიდები მის კუნწულებს; დაე, ვაზის მტევნებივით იყოს შენი მკერდი და ვაშლის სურნელივით - შენი ამონასუნთქი.

ქებათა ქება 8
8. პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?
10. მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.

ესაია 66
10. იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!
11. რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით.

ეზეკიელი 16
7. მინდვრის მცენარესავით გაგამრავლე, გაიზარდე და სამკაულივით დამშვენდი, მკერდი დაგემჩნა და თმა გაგეზარდა, თუმცა შიშველ-ტიტველი იყავი.

ეზეკიელი 23
21. ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!

ოსია 2
2. "ედავეთ დედათქვენს, ედავეთ, რადგან არ არის ის ჩემი ცოლი და არც მე ვარ მისი ქმარი; მოიშოროს სიძვა სახიდან და გარყვნილება - მკერდიდან.

ოსია 9
14. მიეცი, უფალო! მაგრამ რას მისცემ? მიეცი მათ მოწყვეტილი მუცელი და გამომშრალი მკერდი.

ლუკა 11
27. სანამ ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აიმაღლა ხალხიდან და თქვა: "ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა და ძუძუნი, რომლებსაც სწოვდი”.

ლუკა 21
23. ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.

ლუკა 23
29. რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უკვებიათ!


4.15.52 Груди женские
Быт.21,8; 49,25 Исх.2,9; 1цар.1,23; 3цар.3,21 Иов.3,12 Пс.21,9; 130,2 Пр.5,19 Песн.1,13; 7,4.8.9; 8,8.10 Ис.66,10.11 Иез.16,17; 23,21 Ос.2,2; 9,14 Лук.11,27; 21,23; 23,29