რესტორანი ,,აფხაზეთი“
რესტორანი ,,აფხაზეთი“ განთავსებულია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხედით მტკვარზე. უგემრიელეს კერძებთან ერთად რესტორანში ბევრი რამ გვახსენებს აფხაზეთის მშობლიურ სანაპიროს. მუსიკა პალმების და ზღვის ფონზე, ტალღების ხმა, აფრიანი გემის მაკეტები და მრავალი სხვა.
გეპატიჟებათრესტორანი ,,აფხაზეთი“. აქ თქვენ გელით მყუდრო და დახვეწილი გარემო, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი, ცოცხალი მუსიკა დარბაზში, მღერის ფოლკ-ბენდი "ლიხი".
რაც მთავარია ,,აფხაზეთში“ არის თანამედროვე და ტრადიციული ქართული კერძები. რესტორანი ასევე გაგიმასპინძლდებათ ქართული ღვინის ფართო ასორტიმენტით.
რესტორანი ,,აფხაზეთი“ გათვლილია ფართო სპექტრის მომხმარებელზე. რესტორნული მომსახურების გარდა, გთავაზობთ საბანკეტო დარბაზებს.
დაგეგმეთ თქვენი ქორწილი, დაბადების დღე თუ მეგობრებთან ერთად საღამოს გატარება რესტორან ,,აფხაზეთთან“ ერთად .
|
|