Wednesday, January 4, 2017

ტატუს დანიშნულება:რისთვის არის ტატუ და როგორ იყენებდნენ მას.

ტატუს დანიშნულება 

ალბათ გაინტერესებთ რა მნიშვნელობა აქვს ტატუს ან რისთვის გამოიყენებოდა ის გასულ საუკუნეებში ამ ყველაფერზე დღეს აქ ვისაუბრებ მანამდე კი შევეხები რამოდენიმე ტიპის ტატუს ესენია:
ტატუ ,, სასჯელი"
რიტუალური ტატუ
ტატუ თილისმა
ამათ გარდა კიდევ ბევრი ტატუ არსებობს რომელიც შესაძლოა ძალიან ლამაზად მიგვაჩნდეს მაგრამ ისიც დატვირთვას ატარებს.
სიტყვა ტატუ წარმოსდგება ტაიტური ენიდან სადაც ,,ტა"-ნიშნავს ფოტოს,სურათს
ხოლო ,,ატუ" სულს
ახლა განვიხილოთ თითოეული ტატუს სახეობა რომელიც ზევით არის მოცემული.

ტატუ ,,სასჯელი":

ტატუს ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანის დამსჯელ ნიშნადაც იყენებდნენ ასეთი ნიშანი იყო იეროგლიფები, პატარა ჩანახატები ან თუნდაც რამოდენიმე ასო რომლებიც შემდგომში იშიფრებოდა ადამიანებს რომელთაც ასეთი ნიშანი ჰქონდათ ადვილად ამოსაცნობნი ხდებოდნენ.

 რიტუალური ტატუ:

მსგავსი ტიპის ტატუები არ არის განკუთვნილი თვალისათვის შესამჩნევად. ტატუს ამ ფორმას ძირითადად მხოლოდ სექტების და დაჯგუფების წევრები ატარებენ გარკვეული დანიშნულებისათვის მაგალითად:
იმისათვის რომ ერთმანეთი ადვილად ამოიცნონ ან თუნდაც რიტუალში გამოიყენონ ესა თუ ის სიმბოლო.

ტატუ თილისმა

ძველად ტატუს გარკვეული და საკმაოდ 
საჭირო დანიშნულებაც ჰქონდა. ძველ ტომებში და გვარებში მას დამცველობითი მიზნით იკეთებდნენ. მათი აზრით ტატუ მათ ირგვლივ დამცავ ველს ქმნიდა და საფრთხეს არიდებდა. ამიტომაც ისინი
ტატუს სილამაზის გამო კი არა მათი რწმენისამებრ იკეთებდნენ.

დღეისათვის სულ ეს იყო თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ შეგიძლიათ დაწეროთ რისი გაგებაც გსურთ მე კი შევეცდები ბლოგისათვის თქვენ მიერ წამოყენებული თემა განვიხილო.

No comments:

Post a Comment