Thursday, May 14, 2015

აფხაზეთი

                                                                           
                    აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა. ტერიტორიის 75%  მთებსა და მთისწინებს უკავია. აფხაზეთის ფართობი 8700 კვ.კმ , რომლის ნახევარიც ზ.დ-დან 500 მ-ზე მაღლა მდებარეობს. მთიანი ტერიტორიებია გაგრისა და ახალი ათონის მიდამოები. აფხაზეთი შიგა წყლებით მდიდარი მხარეა , აქ 120-მდე მდინარეა  თუმცა 100 კმ-ზე გრძელი მხოლოდ ორი მდინარეა  კოდორი (129კმ)  და ბზიფი  (110კმ).  აფხაზეთი მრავალი ტბითაა ცნობილი , მის ტერიტორიაზე 186 ტბაა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რიწის ტბა, რომელიც ყველაზე ღრმაა არა მარტო საქართველოში არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. რიწა მდებარეობს გუდაუთის მუნციპალიტეტში და 5 მდინარე ჩაედინება.
ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაგრის, გუდაუთის,სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის  მუნციპალიტეტებია.                                                        
                                                                
                 გაგრის მუნციპალტეტი
 გაგრა  ცნობილი  კლიმატური და ბალეონოლოგიური კურორტია.  რომელიც ქალაქად 1933 წელს გამოცხადა . გაგრა ცნობილი ზღვისპირა ქალაქია რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.  გაგრა შავი ზღვის პორტია, გაგრაში მდებარეობს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ადმინისტრაცია, ოლდენბურგის სასახლე.                                                         
                                                                                           
                                                          გუდაუთის  მუნიციპალიტეტი                                              

            გუდაუთის მუნციპალიტეტი მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. გუდაუთის ფართობი 1640 კვ.კმ . გუდაუთში მდებარეობს საქართველოს უღრმესი ტბა რიწა რომლის სიღრმე 101 მ.  აქ მდებარეობს ლაშიფსესა და იუფშერას ხეობები.                                                                                                                                       
                                                                                                                                                                                გულრიფშის მუნციპალიტეტი
გულრიფშა მდებარეობს შავი ზღვის პირას  სამურზაყანოს დაბლობზე ზღვის დონიდან 20მ.  აქ არის განათლების, ჯანდაცვის, კულტურის არაერთი შენობა-ნაგებობა.  მრავლადა სანატორიუმები. გულრიფშის ქვიშა კურნავს ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმას.
ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია სადაც 20,6 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გალის მუნიციპალიტეტი
        გალი მდებარეობს აფხაზეთის    სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში  რომლის ფართობი 1003კვ.კმ . აქ კლიმატი სუბტროპიკულია .




No comments:

Post a Comment