воскресенье, 27 марта 2016 г.

ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით.

ბრაბუსმა” Mercedes G-კლასისგან 800 iBusiness შექმნა და ლეგენდარული ყველგანმავალი ფაქტობრივად მოძრავ ოფისად გადააქცია. 800 ცხენის ძალა კაპოტოს  ქვეშ .
 Brabus 800 iBusiness-ის სახით ლეგენდარულ ოფროუდერს 800 ცხენის ძალა აქვს (ცნობისათვის, სერიული მოდელის სიმძლავრე 544 ცხენის ძალაა), ბრუნის მაქსიმალური მომენტი კი 1420 ნიუტონმეტრს შეადგენს. თუმცა ეს თეორიული მაქსიმუმია, ისე კი, iBusiness-ში ეს მაჩვენებელი 1100 ნმ-ზეა ლიმიტირებული.

7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფისა და მუდმივი სრული ამძრაობის კომბინაციით, ეს ”ბრაბუსი” ცნობილი V12 ძრავით 100 კმ/სთ-ს 4,2 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ზე ელექტრონულად იზღუდება. საწვავის ხარჯის ოფიციალური მონაცემი 100 კილომეტრზე საშუალოდ 17 ლიტრია, თუმცა ეჭვი გვაქვს, ”რეალურ ცხოვრებაში” მეტი იქნება.
იმისათვის, რომ მფლობელმა არა მარტო სწრაფად და თავდაჯერებით მიაღწიოს მიზანს, არამედ უკანა სავარძელზე მუშაობაც შეეძლოს, მანქანას სპეციალური, iBusiness-პაკეტი მოყვება, რაც Apple-ის, iPad-ის, Mac mini-ს, iPod Touch-ისა და Apple TV-ის კომპონენტებს შეიცავს. ამ ყველაფრის მართვა ”ბრაბუსის” მიერ შემუშავებული, უახლესი აპლიკაციის მეშვეობით ხდება. iBusiness-სისტემა დამატებით ისეა შექმნილი, რომ კომანდ-სისტემის ყველა ფუნქცია iPad Mini-ს მეშვეობით უკანა სავარძლიდანაც იმართება. ცენტრალური, დიდი ეკრანი 15,2-დუიმიანი TFT-Display გახლავთ - ფორმატით 16:9.













წყარო: autobild.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий