თოვლის ბაბუ

ხალხური ტრადიცია, რომელსაც ეკლესია იწყნარებს
თოვლის ბაბუახალი წელი, რა ახალი წელია თუ მას თოვლის ბაბუა არ ახლავს. საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან. წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის, წითელი – სანტა-კლაუსის შემთხვევაში), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.

მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღდელთმსახური): “თოვლის ბაბუ” ასეთი პერსონაჟი ან პიროვნება, ეკლესიაში ცნობილი არ არის.

“ნოე ბაბა”, “დედ-მაროზი” თუ “თოვლის პაპა” ერქმევა, ეს არის უბრალოდ, ხალხური, გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც მოდის და ახალ წელს გვილოცავს და გვასაჩუქრებს. მაგრამ, როგორც ქრისტიანებმა ვიცით, რომ ყველანაირი სიკეთის მომნიჭებელი არის უფალი. ასე რომ, თუ რაღაც მოგვეცემა და გვეძლევა, მხოლოდ და მხოლოდ უფლისგან. მხოლოდ ღმერთია ჩვენი გამხარებელი და მასაზრდოებელი. მეტი წყარო სიხარულისა არ არსებობს.

ბავშვის ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ღმერთი კი არა, მას რაღაც უცნაური არსება ასაჩუქრებს, რომელიც ხან ეტლით, ხან მარხილით მოგზაურობს, არასწორია. ბავშვის ცნობიერებაში ეს იწვევს გაორებას და იმ სამყაროს დარღვევას, რაც თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ პიროვნებაში.

ღმერთი არის ყველაფრის წყარო, თუ რამეს ვთხოვთ და წერილს ვუწერთ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და არა თოვლის ბაბუას. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაღაც გვეკუთვნის, ის აუცილებლად მოგვეცემა და არ დაგვიგვიანდება. “თოვლის პაპის” არსებობას ეკლესია იწყნარებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება არ არსებობს, არც დარღვევა არ არის. ამის საჭიროება არ დგება. თოვლის პაპა, არსად არ გამხდარა დაპირისპირების საგანი.
“თოვლის პაპას”, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ამერიკასა და ინგლისში – სანტა კლაუსს ეძახიან, ნორვეგიაში ულებუქსს, ესპანეთში – პაპა ნოელს, რუსეთში – დედ მაროზს და ა.შ.
“თოვლის პაპა”, ყველა ქვეყანაში საჩუქრებს სხვადასხვაგვარად არიგებს. რუსეთში – ნაძვის ხის ქვეშ აწყობს, ინგლისსა და ირლანდიაში – წინდებში, მექსიკაში – ფეხსაცმელში, საფრანგეთში – საკვამურის<iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/O-GXgB1Bc8U" frameborder="0" allowfullscreen></iframe>