ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბინადარი კავკასიური ციყვი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის თხილს აგემოვნებდა.

ფოტო ციყვს ეროვნული პარკის თანამშრომელმა შოთა გოლუბიანმა გადაუღო.

კავკასიური ციყვი იკვებება როგორც მცენარეულობით, ასევე უხერხემლო ცხოველებით. ზამთრის სარჩოს აგროვებს და ფუღუროში აწყობს. რბილი და ფაფუკი კუდი მას მზისა და სიცივისგან იცავს და ხიდან ჩამოვარდნისას პარაშუტის ფუნქციასაც ასრულებს