საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს და ეწევიან პროდუქტიულ (სასოფლო სამეურნეო), რეპროდუქტიულ (საოჯახო და ზრუნვასთან დაკავშირებულ) და სათემო საქმიანობებს.
სოფლად მცხოვრები ქალების თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა. საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ, ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89%.
ქალები, საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები – 15 საათს. ამგვარი, რეპროდუქტიული საქმიანობა, როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა.
ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება როგორიცაა: მოსავლის აღება, გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი, კონსერვი, სანთელი).
სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში 84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები – 98.1 დღეს. მეცხოველეობაში ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები – 165.8 დღეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას – ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობები, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთანს საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის მამაკაც წევრს ეკუთვნის.
არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომედაციებია:
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა კვლავ
30 აპრილს გვიან ღამით და 1 მაისს გამთენიისას,
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო