RSS

About Georgia

სამცხე-ჯავახეთი


სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და ულამაზესი კუთხეა, სადაც უამრავი რამაა სანახავი:მონასტრები, ციხე-კოშკები, ტბები, საჭმელი... თუ გსურთ ნახოთ ყველა ღირსშეშასინშნავი ადგილი, ისე რომ არ გამოგრჩეთ არაფერი მაშინ თქვენ სწორ ტექსტს კითხულობთ!
ჩვენ შემოგთავაზებთ ისეთ გეგმას რომლითაც სამცხე-ჯავახეთის სრულიად დაათვალიერებთ მაშასე დავიწყოთ!
მოდით ჯერ შვხედოთ არქიტექტორული შედევრებით. პირველი არის ვარძია .

 ვარძია რომელიც მთელი საქართველოს სიამაყეა:ქვაში ნაჭედი სიმშვენიერე, უძველესი ფრესკები, ჩიხები, საიდუმლო გვირაბები,რთულად გასაგნები გზა და ლამაზი ბუნება. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ისტორიულ ძეგლში ვარძიაში გამოყებული.
*მდებარეობა- ვარძია მდებარეობს აპინძიდან 30კმ_ში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1462 მეტრზე.
*ისტორია- ვარძია ქართული ოქროს ხანის დროსაა აგებული 1156-1203 წლებში. ამ სამონასტროკომპლექსის შენების დროს მეფე თამარი აქ დაკარგულა და როდესაც მას ეძებდნენ თამარმაც შესძახა:,,აქ ვარ ძია.“ და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ადგილს ვარძია.
*არქიტექტურა- ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზემრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრისტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 -იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია.
ვარძიაში დღეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო
*გვირაბები-გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 -ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მეტრია. ვარძიის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილიაგასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 -ის სიგრძისაა.
ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშებისაწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშებიჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით.
*მარნები-ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სათავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.
*საინტერესო ფაქტი- ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ვარძიის შემდეგ ვნახოთ კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ხერთვისის ციხე, რომელიც სილამაზესთან ერთად ძალიან ძველიცაა.
*მდებარეობა- ხერთვისის ციხე-სიმაგრე სოფელ ხერთვისში ჯავახეთში მდებარეობს. მდინარე ფარავნისა და მტკვარის შესავრთავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. მისი სახელიც სწორედ ამას აღნიშნავს ხ_ერთვისი.
*ისტორია-მემატიანე ლეონტი მროვლის ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, ალექსანდრე მაკედონელს ძვ. . IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს. ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტებიXVI  ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.
1832 წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომელიც ჯერ მარი ბროსემ წაიკითხა და სათანადო ჩასწორების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილა1909 წელს გამოაქვეყნა.
სახელითა ღვთისაითა, ოხითა და შეწევნითა წმინდისა მშობელისა ღვთისა, მინდობითა წმიდისა იოანე მახარობელისათა, ვიწყე მეფეთ-მეფისა მოლარეთ უხუცესმა ზაქარია, ძემან ქამქამის შვილისამან, ოფელმან კოშკი და გალავანი ესე ქორონიკონსა მბ და გავათავეთ მდ ღმერთო ... გუილხინე, ამინ.
წარწერის მიხედვით ადგილობრივმა ფეოდალმა, აზნაურმამეფეთ მეფის მოლარეთუხუცესმა ზაქარია, ძემან ქამაქმის შვილისამან 1354 წელს დაიწყო და 1356 წელს განასრულა კოშკისა და გალავნის აგება (ან აღდგენა).
*არქიტექტურა-ციხის გეგმა კლდოვანი კონცხის მოხაზულობას მისდევს და ბუნებრივადაა მორგებული რელიეფს. იგი ნატებია ნატეხი ქვით. ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით (თავს დაჰყურებს და აკონტროლებს ორ მნიშვნელოვან ხეობას), მის მფლობელ ფეოდალებს აიძულებდა მუდმივად განახლება-მშენებლობა ეწარმოებინათ, ამიტომ ძნელია დღევანდელი ხერთვისი ერთ რომელიმე გარკვეული ეპოქას მივაკუთვნოთ. მისი აგების თავდაპირველი თარიღი უცნობია (ციხე მრავალი სამშენებლო ფენისაგან შედგება, დაწყებული ადრეული ხანიდან XIX საუკუნის ჩათვლით).
ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია. სამხრეთიდან, მტკვრის ხეობის მხარეს, გალავნის მეორე ზღუდეც იყო აგებული (დღეს ამ ზღუდის ნაწილი აღდგენილია). ციტადელი წაგრძელებული კლდის ბუნებრივ გეგმას იმეორებს და მასში რამდენიმე მძლავრი კოშკია ჩაშენებული. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. ხერთვისის ციხე საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში

 *ფაქტი-  ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე, ხერთვისიც როგორც ვარძია შტანილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

მწვანე მონასტერი, რომლის  სახელი პირდაპირ მიგითითებთ მის მშვენიერ ბუნებაზე. აგრეთვე ია მე_9 საუკუნის ძეგლია და სიძველითაც გამოირჩევა.
*ცნობები- მწვანე მონასტერი ან ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი —IX მამათა მონასტერიბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახვში მეცნიერთა ნაწილის აზრით მონასტერი წმ. გრიგოლ ხანთძელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებულია. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზალკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო სამრეკლო ეკლესია მონასტრის დაარსების თანადროულია და IX საუკუნის შუახანებით თარიღდება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია, პირველი სართული სამლოცველოა, მეორე სართული კი მდიდრულ მოჩუქურთმებულ ფანჩატურს წარმოადგენს.
XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკინი 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

ეხლა კი კიდევ ერთ ქვაში ნაჭედ სამონასტრო კომპლექსზე ვისაუბრებთ რომლის სახელია ვანის ქვაბები.
*მდებარეობა- ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ ჯავახეთშიასპინძის მუნიციპალიტეტში ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე.

*ისტორია- ვანის ქვაბებივაჰანის ქვაბები — გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერიVIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი.
დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისაIX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება - უდაბნოს ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის მანძილზე1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშიათამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთამწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა განგება"1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია1283 მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა.
XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.   
 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.
*ფაქტი- კედლებზე მიწერილია ვეფხისტყაოსნის რამოდენიმე სტროფი.
 ახლაკი  ვისაუბროთ არქიტექტურისა დაბუნების არაჩვეულებრივ შერწყმაზე. აწყურის ციხე და აწყურის ტაძარი. დავიწყოთ ციხით.
*მდებარეობა- ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთანბორჯომიდან  30 კილომეტრში


 აწყურის ციხის მშენებლებმა მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი და შექმნეს სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლება. შიდა ნაგებობა იმდენად ძნელად მისადგომი იყო, რომ მტერი გვირაბში შეჭრის შემდეგაც ვერ დაიმორჩილებდა ადვილად. ამჟამად ციხე მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა.                                                                                                           ეხლა კი ვისაუბრებთ საქართველოს ერთერთ ულამაზეს მონასტერზე ზარზმაზე სადაც დაბრძანებულია ბერის უხრწნელი სხეული.


არც სამცხე-ჯავახეთის ბუნება არის დაჩაგრული. აქ ბევრი ტბა და ჩამქრალი ვულკანია.
ტბები
ფარავნის ტბა – ეს საქართველოს ყველაზე დიდი და ამავე დროს თევზით მდიდარი ტბაა. ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს


ხოზაფინის, იგივე კარწახის ტბა, რომლის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა, გამორჩეულია იმით, რომ აქ იშვიათი ფრინველები მრავლდებიან, მათ შორის, ვარხვები. ტბა ახალქალაქში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრ სიმაღლეზეა. როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი თამაზ კარაპეტიანი გვიხსნის, წელს ტბაში ორი კუნძულის მოწყობას აპირებენ, რათა ვარხვები გამრავლდნენ. ამ ტბაზე ორი ჯიშის, ხუჭუჭა და კოტორა ვარხვები ბინადრობენ.




  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

0 comments:

Post a Comment