Friday, November 9, 2012

პრეისტორიული ნახატები

ესპანეთში პრეისტორიული ხანის ნახატები აღმოაჩინეს. ნახატები 25 ათასი წლის წინანდელია. აღმოჩენა ესპანეთის ჩრდილოეთით, გამოქვაბულში გაკეთდა. ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა. წითელი ფერის ნახატები, რომლებზეც ცხენები და ადამიანის ხელებია გამოსახული, არქეოლოგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. ისინი ძველი დასახლების კვალს ეძებდნენ. ეს გამოსახულებები 1879 წელს ალტამირას გამოქვაბულში აღმოჩენილი პრეისტორიული ნახატების თითქმის თანადროულია. ექსპერტები გამოქვაბულის შესწავლას და საგნების ძებნას აგრძელებენ. ჰომოსაპიენსის პირველი მცირე ჯგუფი ესპანეთის ჩრდილოეთით დაახლოებით 35 ათასი წლის წინ დასახლდა. მათ ზედა პალეოლითის კულტურა შექმნეს. სწორედ მაშინ დაიწყეს ადამიანებმა ქვის იარაღის კეთება და გამოქვაბულების კედლებზე ხატვა.
მაგურას გამოქვაბული
მაგურას გამოქვაბული ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოქვაბულია ბულგარეთში. ის მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. გამოქვაბულის კედლები დამშვენებულია პრეისტორიული ნახატებით, რომლებიც მიახლოებით 8000–დან 4000–მდე წლების წინ არის შექმნილი. აღმოჩენილ იქნა 700–ზე მეტი ნახატი. ნახატებზე გამოსახულია მონადირეები, მოცეკვავე ადამიანები და მრავალი ცხოველი.

ლაას გაალი
ლაას გაალი წარმოადგენს გამოქვაბულების კომპლექსს სომალის ჩრდილო-დასავლეთით, რომლელთაგანაც ზოგი შეიცავენ ერთ-ერთ ყველაზე ძველ მხატვრულ ნამუშევრებს აფრიკის კონტინენტზე. პრეისტორიული ნახატები, მეცნიერების შეფასებით 11000-5000 წლისანი არიან. ნახატებზე იპოვით ძროხებს, ცერემონიალურად გამოწყობილ ადამიანებს, შინაურ ძაღლებს და ჟირაფებს.

No comments:

Post a Comment