17 April 2011

ზამთარი [გ. ლორთქიფანიძე]

  


     არადამაჯერებლად  გამოზაფხულდა. ზამთრის სუსხიანი ამინდი კვლავ ნერვებს მიშლის, როგორც მშვიდ და წყნარ ღამეს არ ასვენებს ხოლმე ქუჩის ხმაური. მიუხედავად 17 აპრილისა, დღევანდელობას ვერავინ დააბრალებს შემდგარ გაზაფხულს, რადგან სწორედ არემარე გვეუბნება, რომ ზამთარია...კვლავ ზამთარი...


   ბავშვობიდანვე საოცრად დიდი გაუცხოვების ხიდი იყო გადაჭიმული ჩემსა და ზამთარს შორის. გაუცხოების, რომელშიც ერთი ათად იყო გაჟღენთილი სიცივე, ტკივილი, სასოწარკვეთა...მიუხედავად ამისა, თუ გავბედავ და გადავწყვეტ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩავხედო სიმართლეს თვალებში, თვალსაჩინო გახდება, რომ ზამთარი და ჩემი გული ჭეშმარიტად ემეზობლებიან ერთმანეთს.
  ალბათ პრობლემაც სწორედ ესაა, მე არასდროს მინახავს სიმართლის თვალები, თუ რა ფერია ის. ეს უკანასკნელი უფრო ბნელი და მკვდრისფერი წარმომიდგენია, მასში რომ არანაირი მკრთალი და ნათელი არ ურევია...

    ხო, სამწუხაროა, რომ ზამთარს კარგად მოუკიდებია ფეხი ჩემში და არც აპირებს რომ კეთილინებოს და, გამოზაფხულდეს მაინც...ზაფხულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...რამდენად სევდისფერი და ცივიცაა ის, იმდენად მსურს გამოდარება, გამოდარება ჩემში...

   საერთოდ, პირველ დეკემბერს მოდის ხოლმე ზამთარი, მაგრამ მაშინ ეს დრო არ იყო , შენ რომ წახვედი ჩემგან...გახსოვს ის დღე? სწორედ იმ დღიდან ვებრძვით ერთმანეთს მე და სიცივე, მე და ტკივილი, მე და ცრემლები, მე და ზამთარი...შენი წასვლისთანავე ჩამოვარდა ის უკანასკნელი შემოდგომის ფოთოლი, რომელიც ზამთარს მოახლოებას უწინასწარმეტყველებს ხოლმე...სწორედ შენი წასვლა იყო ჩემი ავბედითობისა და სასოწარკვეთის მიზეზი...შენ არც კი იცი რა რთულია ეს ყოველივე, ან შეიძება იცი კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც მე განვიცადე ეს...შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა რთულია იმის სურვილი, რომ იქნებ სჯობს დაიძინო, დაიძინო რათა სიზმარში მაინც აღარ იყო ცოტა ხანს ისეთი უბედური, როგორიც ცხადში...როდესაც სიზმარშიც კი შენი ლამაზი თვალების ფერი კიაფობს და...გეღვიძება თვალცრემლიანს, აცნობიერებ, რომ ეს ისევ სიცხადეა, ეს ისევ ის მწარე სიმართლეა, რომელიც შენ მაჩუქე მე!

   არის ადამიანში ერთი ძალა, რომელიც უკვდავების წყალს ასმევს მას. ეს ძალა სიყვარულია. ამ გრძნობით ადამიანი წყვეტს ეულობას და უერთდება სამყაროს, სიყვარულით იგი უკვდავებას შეიგრძნობს. მაგრამ გადის დრო და, იგი ხვდება, რომ ეს გრძნობა მას უკვდავებას ვერ მოუტანს და, ცდილობს, იქ, სიყვარულში განცდილი რაიმეში აღბეჭდოს: ქმნის ცხოველმყოფელ სიტყვას, მუსიკალურ ჰანგს, ნახატს, აქანდაკებს ქანდაკებას...ასე იქმნება ხელოვნება. სწორედ ასე შეიქმენი შენ ჩემში, სწორედ ასე გამოგძერწე, ასე დაგწერე, სწორედ ასე გიმღერე და სწორედ ასე დაგხატე...თუმცა ეს ყოველივე ისევე არაფრისმომცემი და ზედმეტი არმოჩნდა, როგორც  საფერფლეში დაგდებული დამწვარი ასანთის ღერი...

6 comments:

Anonymous said...

ძალიან მაგარი ხარ გუჯა! :*

გუჯა said...

mმადლობ ზუკა :*

Anonymous said...

gujaaaa ra magari xarrrrr!!!!!!!!! yochag!!
mariami

გუჯა ლორთქიფანიძე said...

დიდი მადლობა, მარიამ :*

Anonymous said...

wow! ცრემლები მზის სხივმა გაასევდისფერა (ჯერ კი ღამეა, მაგრამ მაინც...)

Anonymous said...

dzalian momewonaaa : ) bravisimoooo
salooo

Post a Comment

ადმინისტრაცია გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და ისე დაწეროთ კომენტარი!