ებრაული ქორწილის ტრადიციები



ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამაა. თითოეულ ქვეყანას თავისი დამახასიათებელი ადათ-წესები და ჩვეულებები გააჩნია. გაგაცნობთ ებრაელების ქორწილის თავისებურებებს.

ტრადიციულ და რელიგიურ ოჯახებში საქმე ბევრად რთულადაა ანუ ახალგაზრდების გაცნობა და დაწყვილება ხდება რაბის შუამავლობით. აუცილებელია გოგო იყოს სუფთა ებრაელი, ასევე ბიჭიც.. საბუთები მოწმდება თუ გადაწყდა დაოჯახება. ებრაულ ქორწილში აუცილებელია ქეთუბის დოკუმენტი ანუ შეუღლების, სადაც წერია ქმრისა და ცოლის ვალდებულებები, რასაც ისინი ხელს აწერენ. ქეთუბა სპეციალურად მზადდება თითოეული წყვილისთვის ინდივიდუალურად.ასევე დგავენ ხუფას. ეს არის ლოცვა ღია ცისქვეშ.განსხვავებულია აშკენაზური და სეფარდული. აშკენაზებს აქვთ როგორც ქრისტიანებს, როდესაც ხელებზე თეთრი ნაჭერი აქვთ გადაფარებული. ხოლო ხუფაში ერთად არტყავენ წრეს რაბის წინამძღვრები.


ერთ-ერთი ებრაელი მესაუბრა მათ ტრადიციებზე: "ზოგადად ჩვენთან მიღებულია, რომ გოგოს ნიშნავენ ვერცხლის ბეჭდით და ოქროს ქორწილში უკეთებენ, ლოცვების წაკითხვის შემდეგ სპეციალური ლოცვა გვაქვს კიდევ ანუ ჯერ ლოცვას იტყვიან და აკურთხებენ ღვინოზე და მერე ლოცვას ამბობენ დანიშვნაზე. ორივე ღვინოს სვამს და სიძე ამბობს, რომ ჩემს ცოლად ცხადდები მოშეს (მოსეს) და ისრაელის კანონებითო. ბეჭედი კეთდება მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე. ამის მერე არის თუ არ ვცდები ლოცვები ანუ რამოდენიმე ლოცვაა სპეციალური ყველა ლოცვას სათითაოდ ამბობს სხვადასხვა ადამიანი და ყოველ ჯერზე ნეფეპატარძალი ღვინოს სვამს ყოველი ლოცვის დამთავრებაზე.

ასევე გვაქვს თეფშის გატეხვა, ორივე რომ ერთად ტეხავს თეფშს ბეჭდის მერე ან სულ ბოლოს აკეთებენ ამას და როგორც კი ტყდება "მაზლ ტოვს" იძახიან ყველა, რაც კარგ ბედს ნიშნავს. ამასთანავე ეს დამსხვრევა არის ყოველთვის სიმბოლური გამოხატვა იმის, რომ ჩვენ თემს, ყველა ებრაელებს გვახსოვს რომ ჩვენი იერუსალიმის ტაძარი დანგრეულია და სიხარულშიც კი გვახსოვს და თითქოს ვგლოვობთ მას. რაც შეეხება ქეთუბის დოკუმენტს ის ქორწილის მერე ინახება იქ, სადაც შეუღლებულებს სძინავთ. "

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა ქვეყანას განსხვავებული ტრადიცია აქვს ქორწილთან დაკავშირებით, იმედია ამ სტატიის საშუალებით გაიგეთ ის რაც აქამდე არ იცოდეთ. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო.


Comments

Popular posts from this blog

როგორი მისალმების ფორმები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს?

ფანქეიქი