Saturday, April 23, 2016


ჩიხუახუა-მსოფლიოში ყველაზე პატარა ჯიშად ითვლება.დღეს ჩიხუახუა ერთ-ერთი პოპულარული ჯიშია.იგი ბევრმა პოპულარულმა და წარმატებულმა ხალხმა აირჩია კომპანიონად.მისი ზომის მიუხედავად ძალიან ამაყი და ჯიუტი ძაღლია.
ჩიხუახუას წარმომავლობაზე არსებობს ორი მოსაზრება.პირველი მოსაზრება ის არის,რომ ჩიხუახუა ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ეპოქაში ყავდათ ინდიელებს და მეორე მოსაზრება ის არის ,რომ მისი წინაპრეპი ევროპული ჯიშების იყვნენ,რომლებიც პირველმა ესპანელმა მოახალშენეებმა ჩაიყვანეს ახალ მიწაზე. ასევე არსებობს მოსაზრება,რომ ჩიხუახუა მექსიკის შტატიდან არის და სწორედ ამ შტატის სახელი დაერქვა.1880-იან წლებიდან მექსიკაში ამ ჯიშმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკელების მიმართ.
ჩიხუახუას თანამედროვე ექსტერიერთან შედარებით ძველად მას დიდი ყურები და გრძელი ცხვირი ჰქონდა.მას უფრო შვლის ნუკრის ამსგავსებდნენ.დღეს-დღეისობით გავრცელებულია გრძელ-ბეწვიანი ჩიხუახუა.გაცილებით მარტივი მოსავლელია მოკლე-ბეწვიანი,რადგან მას მინიმალური მოვლა სჭირდება.გაბრაზების დროს ჩიხუახუა იწყებს კანკალს.ადვილად ცივდება.მაინცდამაინც არაა მისაღები ბავშვიანი ოჯახებისთვის.მის ბეწვს სჭირდება რეგულარული ვარცხნა.განსაკუთრებით უყვარს პარკში ცუნცული.იგი ასევე არის ხმაურიანი და მკვირცხლი ხასიათის.
სიმაღლე:15-23სმ.წონა:2,7კგ.დაავადებები:ჰიდროცეფალია(სითხის დაგროვება თავის-ტვინის ღრუებში),რის შედეგადაც თავი უჩვეულოდ უსივდება.შეიძლება შეინარჩუნოს სარძევე კბილები.კბილები კარგ მდგომარეობაში,რომ ჰქონდეს საჭიროა მისი სისტემატიური წმენდა..

No comments:

Post a Comment