ისაბელ პრეისლერი – ენრიკე იგლესიასის ულამაზესი დედა


მარია ისაბელ პრეისლერ არასტია ესპანო-ფილიპინელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი 1951 წლის 18 თებერვალს მანილაში (ფილიპინები) დაიბადა. ახალგაზრდობაში ისაბელი მოდელი გახლდათ, სილამაზის კონკურსებშიც იღებდა მონაწილეობას და მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდოც.
.
16 წლის ასაკში ესპანეთში, მადრიდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ირლანდიურ კათოლიკურ უნივესიტეტში ჩააბარა.
.
.

.
.

.
.

.
.

1970 წელს ესპანურ ჟურნალში Hola დაიწყო მუშაობა, პირველი რესპოდენტი კი მომავალი მეუღლე, ხულიო იგლესიასი გახდა. 7 თვის შემდეგ წყვილმა იქორწინა.
.
.

ესპანეთის ”ოქროს ხმასთან” ქორწინებამ 7 წელს გასტანა და ისაბელს სამი შვილი აჩუქა – ენრიკე, ხულიო (უმცროსი) და ჩაბელი.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

1980 წელს ისაბელმა ესპანელი არისტოკრატი კარლოს ფალკო გაიცნო და ცოლად გაჰყვა
.
.

მომდევნო წელს მათ გოგონა – თამარა შეეძინათ
.
.

.
.

.
.

1984 წელს ისაბელი სატელევიზიო გადაცემა ”ცხოვრების წესის” წამყვანი გახდა და ასევე ჟურნალისტს, მიგელ ბოიერს შეხვდა, რომელთან ერთადაც პრემია El Premio Limon მიიღო.
.
.

უბრალო ნაცნობობა სასიყვარულო ისტორიაში გადაიზარდა
.
.

1988 წელს წყვილმა ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა.
.
.

1989 წელს მათ გოგონა სახელად ანა შეეძინათ
.
.

.
.

.
.

დღესდღეობით ისაბელი ისეთი ფირმების სახე გახლავთ, როგორებიცაა პორსელანოზა, ფერერო როშე, Chrysler, ასტორი, მანოლო ბლანიკი. ჟურნალ Hola-ს მკითხველებმა 1991, 2002 და 2006 წლებში ისაბელ პრეისლერი ესპანეთის ყველაზე ელეგანტურ ქალად დაასახელეს.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.
.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

.
.

კატეგორია: მოზაიკა
დამიტოვეთ კომენტარი