среда, 13 ноября 2013 г.

ეკლესია-მონასტრები

     
    ქალაქის ცენტრში მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც აიგო 1999-2001 წლებსი ფოთელი ეპისკოპოსის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული 50კგ. ჯვარი, ტაძარში წირვას აღავლენს 3 მღვდელი, არის 1 დიაკვანი, ორი მედავითნე, 10 სტიქაროსანი და 12 მგალობელი.

 


ძველი სენაკის მაცხოვრის ეკლესია

       აგებულია მე-17 საუკუნეში დადიანებისა და მხეიძეების მიერ. ამ ეკლესიას ხშირად სტუმრობდა დადიანების ოჯახი. ეკატერინე ჭავჭავაძეს თითიდან წაუძვრია და ეკლესიისთვის შეუწირავს ალმასის თვლებით მოჭედილი ბეჭედი.







მთავარანგელოზის სახელობის მენჯის ეკლესია

       აგებულია XIX საუკუნეში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე, ღირსი მამა ალექსი ბერის მიერ 1908 წელს უხსოვარ დროში არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. ამ სალოცავს უძველესი დროიდან მიაგებენ პატივს მორწმუნეები. ამავე ტაძრის ეზოში მისივე სახელობის აკლდამაშია დაკრძალული წმინდა ალექსი ბერი, ამ სავანის აღმდგენი და აღმშენებელი.



წმინდა გიორგის ტაძარი

     XI-XII საუკუნეების მიჯნაზე აუშენებია ტორჩინავების ოჯახს. მთის ფერდობზე ამაყად მდგარი აღუდგენია კალანდარიშვილების გვარს. ამჟამად ტაძარში სრულდება ხატწერა საკურთხეველში. ამ ტაძარში ინახება სიწმინდე, რომელიც  არის წმინდა გიორგის მუხლის ძვლის ნაწილი.


                
 თეკლათის დედათა მონასტერი 



       ეკის მთაზე მუხის, ცაცხვის, წიფლისა და წაბლისაგან შემდგარი ტყის ფონზე მოჩანს დედათა მონასტრის შენობის სილუეტი. 7 ქალს, რომელთა ხელმძღვანელი ყოფილა სალომე თავდგირიძე, დაუარსებია დედათა მონასტერი.



    გადმოცემით მონასტერში ორკლასიანი სამონასტრო სკოლა დაუარსებიათ, სადაც ღარიბების შვილებს უფასოდ ასწავლიდნენ. მონასტერში იბეჭდებოდა როგორც საეკლესიო, ისე საერო შინაარსის წიგნები, რომლებსაც უფასოდ ავრცელებდნენ ხალხში. შემოსულ თანხას ღარიბ-ღატაკებს ურიგებდნენ.

      დედათა მონასტერი ამჟამადაც მოქმედია. იქ მეუფე შიოს რეზიდენციაა.


 მონასტერში ინახება იოანე ნათლისმცემლის თითი, რომელსაც 7 ივლისს - წმინდა იოანეს შობის და 11 სექტემბერს - თავის კვეთს დღეს გამოაბრძანებენ. ამ დღეს საქართველოს ყოველი კუთხიდან ჩამოდიან მორწმუნეები, იმართება წირვა-ლოცვა, ზეიმი. 


  


1904 წლის მაისიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი, ”დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული.







დედათა მონასტერი ისტორიული ძეგლია და თავისი არქიტექტურული ღირებულებებით უმშვენიერესია.
  

ორმოცმოწამეთა ეკლესია


   ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი წარმოადგენს კავკასიაში უანალოგო კომპლექსს. 
ციტადელის ეზოში ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული - ორმოცმოწამეთა ეკლესია დგას



სენაკის რაიონში სულ 37-ზე მეტი კულტურული ძეგლია



სენაკის რაიონის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
  1. ნოქალაქევის ნაქალაქარი;
  2. ნოსირის აბანო, ნოსირის არქეოლოგიური ძეგლი - ძვ.წ.II-I ათასწლეულები
  3. კოტიანეთის ციხე;
  4. მენჯის ციხე (ნაწილობრივ გათხრილი);
  5. შხეფის ციხე;
  6. ეკის ნათლისმცემლის სახ. სამონასტრო კომპლექსი, XII ს; ეკის ეკლესია, ეკის ციხის ნანგრევები, XIIIს;
  7. ციხეგოჯი არქეოპოლისის საქალაქო-თავდაცვითი კომპლექსი, ძვ.წ III – ახ. წ. VIII ს;
  8. ნოქალაქევის "ორმოცმოწამეთა" ეკლესია, VI ს;
  9. გოგირდოვანი წყლების აბანო, VI-VII ს;
  10. კოტიანეთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XVIII ს; კოტიანეთის ციხის ნანგრევები ,,არამიშ ნოხორი,, , XVIII ს’
  11. ძვ. სენაკის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნანგრევები XVIII ს;
  12. ძვ. სენაკის მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XVIII ს;
  13. "ქუაშ ოხორიშ" ციხე, XIII ს;
  14. საგანგაშო კოშკი - ძველი სენაკი;
  15. "ჯგემარიონის" ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები - ლეძაძამეს თემი;
  16. კვაუთის მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნანგრევები - შუა საუკუნეები;
  17. მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ნაშთი - ლეძაძამეს თემი;
  18. ჩიქოვანების აბანო - ლეძაძამეს თემი;
  19. დადიანების საგვარეულო ნაგებობა- ლეძაძამეს თემი;
  20. ანტიკური პერიოდის აბანო - ლეძაძამეს თემი;
  21. შხეფის ციხის კომპლექსი (შუა საუკუნეები) - სენაკი, შხეფის უბანი;
  22. ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია - ზემო თეკლათის დედათა მონასტერი), XIX ს;
  23. მთავარანგელოზის სახ. მენჯის ეკლესია, XIX ს - სენაკი, მენჯის უბანი;
  24. "ნაოხვამუშ ეკლესია", XIII ს - მენჯის თემი;
  25. საკალანდარიშვილოს წმ. გიორგის სახ. ეკლესია, XIII ს, საკალანდარიშვილოს ციხის ნანგრევები, - სენაკი, საკალანდარიშვილოს უბანი;
  26. ნათლისმცემლის სახ. ტაძარი, XX ს;
  27. "ხომონის გვირაბი" - სენაკი, შეფის უბანი;
  28. ხორშის მაცხოვრის სახ. ეკლესიის ნანგრევები, XIII ს - ხორშის თემი;
  29. მთავარანგელოზის სახ. ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები) - ხორშის თემი;
  30. საგანგაშო კოშკი - ხორშის თემი;
  31. ნოსირის რომაული ტიპის აბანოს ნანგრევები, VI-VIII სს - ნოსირის თემი II ნორისის უბანი,;
  32. მაცხოვრის შობის სახ. ეკლესია, XXI ს - ნოსირის თემი;
  33. წმ. გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი, შუა საუკუნეები - გეჯეთის თემი
  34. მთავარანგელოზის სახ. ეკლესია - ფოცხოს თემი;
  35. "ჯგემარიონის ეკლესია" - ფოცხოს თემი;
  36. წმ.გიორგის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
  37. მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის ნაშთი - უშაფათის თემი;
  38. წმ.ბარბარეს სახ. ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, შუა საუკუნეები - თეკლათის თემი
  39. საგანგაშო კოშკი - მენჯის თემი

Комментариев нет:

Отправить комментарий