ესპანეთის ისტორია

    ესპანეთის ტერიტორიაზე ადამიანს 400 ათ.-100 ათ. წლის წინათ უცხოვრია. ზედა პალეოლითის დროინდელია კანტაბრიაში, ალტამირას გამოქვაბულისკედლებზე შემორჩენილი ნახატები, რომლებიც ერთ-ერთი უძველესია ევროპის ტერიტორიაზე. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე უძველესი სახელმწიფო ტარტესოსი შეიქმნა. 
      



   ძვ. წ. VII საუკუნიდან დაიწყო სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპირო ტერიტორიების კოლონიზაცია ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ. დაარსდა მათი კოლონიები: გადესი (ახლანდელი კადისი). იბგუ და სხვ. ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაში გადასვლისას (ძვ. წ. 700-500) აქ ყალიბდება იბერთა კულტურა, რომელიც უპირატესად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავრცელდა. ძვ. წ. V-III სს-ში პირენეის ნახევარკუნძულზედასახლდნენ კელტები, რომლებიც ადგილობრივ ტომებში აირივნენ და კელტ-იბერების ტომობრივი ჯგუფი შექმნეს. ძვ. წ. III საუკუნის დასასრულს ესპანეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი კართაგენმა დაიმორჩილა. ძვ. წ. 197 წელს რომმა ესპანეთის ტერიტორია თავის სამფლობელოდ გამოაცხადა და 2 პროვინციად გაყო. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის გამო (ე.წ. ლუზიტანიის აჯანყება - ძვ. წ. 147-139 წწ; ნუმანციის ომი - ძვ. წ. 143-133 წწ) ესპანეთის დაპყრობა მხოლოდ ძვ. წ. 21-19 წწ. დასრულდა. ამის შემდეგ ესპანეთი გახდა მნიშვნელობით მეორე პროვინცია რომის იმპერიაში თვით იტალიის შემდეგ. ესპანეთის ტერიტორიაზე დაიბადა ოთხი რომაელი იმპერატორი (მათ შორის ყველაზე ცნობილები: ტრაიანე და ადრიანე) და ცნობილი პოეტი და ფილოსოფოსი სენეკა.
რომაელთა დაპყრობის შემდეგ ესპანეთში მონათმფლობელური წყობილება დამყარდა. რომანიზაცია უმთავრესად სამხრეთ ესპანეთს შეეხო. ჩრდილოეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთის მთიანი რაიონების მცხოვრებმა გალეკებმა, ვასკონებმა და სხვა ტომებმა თვითმყოფობა შეინარჩუნეს. III-V საუკუნეებში ესპანეთში რომაელი დიდებულების ლატიფუნდიებში კოლონების, მიწაზე დასმული მონებისა და გააზატებული მონების შრომას იყენებდნენ.

1478 წელს ფერდინანდ არაგონელმა და ისაბელა კასტილიელმა განამტკიცეს ინკვიზიცია, დაიწყო ებრაელების, მუსულმანებისა და პროტესტანტების დევნა. რამდენიმე ათასმა კაცმა დაამთავრა სიცოცხლე კოცონზე. ბევრი ებრაელი ინვიზიციის მამამთავრის ტომასო ტორკვემადას შიშით გაიქცა ესპანეთიდან.
1492 წელს აიღეს მაჰმადიანთა უკანასკნელი დასაყრდენი გრანადა, რომლითაც დასრულდა რეკონკისტა. ამავე წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა და დააარსა ესპანეთის კოლონიები.
       
      XVI საუკუნის შუა წლებიდან იწყება ესპანეთის ეკონომიკური დაცემა. იგი აშკარა ხდება ფილიპე II-ს მმართველობის დროს. მან კარლ V-ის იმპერიის გაყოფისას 1556 წელს მემკვიდრეობით მიიღო ესპანეთი, იტალია, ამერიკული სამფლობელოები, ნიდერლანდები, ფრანშ-კონტე და რამდენიმე დასაყრდენი პუნქტი აფრიკაში. 1581 წელს პორტუგალიაც შემოიერთა (დამოუკიდებლობა დაიბრუნა 1640 წელს), მიუხედავად ამ ყველაფრისა ესპანეთის იმპერია ნელ-ნელა ეცემოდა, რაზეც დიდი გავლენა მოახდინა XVI საუკუნის ფასების რევოლუციამ. ქვეყნის დასუსტებას ხელს ინკვიზაციაც უწყობდა.          
    XVIII საუკუნეში ესპანეთი კვლავ განაგრძობს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას. ქვეყნის სამხედრო ძლიერების დასუსტებამ ესპანეთი და მისის სამფლობელოები საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრიასა და სხვა სახელმწიფოებს შორის ბრძოლის ობიექტად გადააქცია. უკანასკნელი ჰაბსბურგის, უშვილო კარლ II-ის სიკვდილის (1700) შემდეგ დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701-1714). ომის შედეგად ესპანეთში ფილიპე V-ის (ესპანეთის ბურბონების დინასტიის დამაარსებელი, საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის შვილიშვილი) ხელისუფლება დამკვიდრდა. ომი დასრულდა უტრეხტისა (1713) და რაშტატის (1714) ზავით. ესპანეთის ევროპული მიწები დანაწილდა: ავსტრიელმა ბურბონებმა მიიღეს ესპანეთის სამფლობელოები ნიდერლანდებში და იტალიაში; დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა გიბრალტარი და მენორკა; მთელი რიგი ჩრდილოეთ ამერიკული სამფლობელოები გადავიდა საფრანგეთის ხელში.
 პირველ მსოფლიო ომში ესპანეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
1918-1920 წწ. გამოცოცხლდა რევოლუციური მოძრაობა და კატალონიელების, ბასკების, გალისიელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1923 წლის 13 სექტემბერს "მტკიცე ხელის" მთავრობის შესაქმნელად გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. ახალმა მთავრობამ - სამხედრო დირექტორიამ - დაითხოვა კორტესი, აკრძალა პოლიტიკური პარტიები, მიტინგები და კრებები. საერთი ეროვნული წინააღმდეგობის გამო 1930 წლის 30 იანვარს პრიმო დე რივერა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა და დატოვა ქვეყანა. 
  
  • 1936 წელს გენერალ ფრანსისკო ფრანკოს აჯანყებით დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი, რომელიც ესპანეთის მეორე რესპუბლიკის დაცემით და ფ. ფრანკოს დიქტატურის დამყარებით დამთვრად 1939 წელს.
  • 1975 წელს ფრანკოს სიკვდილის შემდეგ ესპანეთში აღსდგა კონსტიტუციური მონარქია. მეფე გახდა ფრანკოს მიერ მემკვიდრედ გამოცხადებული ხუან კარლოს I.             
                                     

  •  1976 წელს შემოიღეს საპარლამენტო სისტემა, ლეგალიზებული გახდა პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები. 1977 წელს დაიშალა მმართველი პარტია ესპანური ფალანგა.
  • 1978 წლის დეკემბერში მიიღეს ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია. კატალონიამ, ბასკეთმა და გალისიამ მიიღეს ავტონომიის სტატუსი.1982 წელს ესპანეთი გახდა ნატოს წევრი. ამავე წლიდან ესპანეთის მთავრობას მართვდა სოციალისტური მუშთა პარტია, 1996 წელს ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა (სახალხო პარტია და დამოუკიდებელი მინისტრები).
  • 1986 წელს ესპანეთი გახდა ევროპის კავშირის წევრი. 1996 წლიდან ესპანეთის პრემიერ მინისტრია ხოსე მარია ასნარი. 2000 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ იმარჯვებს სახალხო პარტია ასნარმა შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
  • 2004 წლის 11 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდში მოხდა ტერაქტი. 5 წუთის ინტერვალში აფეთქდა 13 ბომბი. დაიღუპა 191 ადამიანი, 1247 მიიღო სხეულის დაზიანება.
  • 2004 წლის 14 მარტის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მოქმედი პრემიერ მინისტრის პარტია. გაიმარჯვა სოციალისტურმა პარტიამ, პრემიერის პოსტი კი დაიკავა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ.
  • 2005 წლის 28 აპრილს ესპანეთის პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირის კონსტიტუციის რატიფიცირება.

გამოყენებული მასალა-ka.wikipedia.org

No comments:

Post a Comment