EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რა არის სექსუალური ტემპერამენტი??? »

კატეგორია: უფროსთათვის

ავტორი: admin

თარიღი: 2014-11-19 20:25:04

რა არის სექსუალური ტემპერამენტი???

სექსუალური-ტემპერამენტი

ტემპერამენტი ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელია. იგი მეტწილად ისაზღვრება ჰორმონების დონით, ამიტომ სექსუალობის გაზრდა ან შემცირება ადამაინის ნორმალური ფსიქიკის ფონზე შეუძლებელია.

 

მაღალი ტემერამენტის მქონე ადამიანებს სხვებისგან განასხვავებთ თავგადასავლების ძლიერი სურვილი და მუდმივი წყურვილი. ისისნი, ვინც ბუნებამ მაღალი ტემპერამენტით დაჯილდოვა, თანატოლებთან შედარებით ადრე იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და 13-14 წლის ასაკისათვის უკვე შეუძლიათ სქესობრივი კავშირის დამყარება. მაღალტემპერამენტიან ქალებს სქესობრივ აქტამდე მოფერება არ სჭირდებათ აღსაგზნებად. ისინი თვითონ სექსის პროცესისგან იღებენ სიამოვნებას.

საშუალოდ ტემპერამენტიანი ადამაინები ყველაზე მრავალრიცხოვენ ჯგუფს წარმოადგენს. მათი სექსუალური ცხოვრება რაღაც საშუალოა მუდმის ლტოლვასა და ლტოლვის არქონას შორის. ასეთი ადამიანების უმრავლესობა „ხორციელ სიამოვნებას“ კვირაში 2-3-ჯერ იღებს.

დაბალი ტემპერამენტის ადამიანებისთვის სექსი უმნიშვნელო რამ არის. მათი სქესობრივი მომწიფება ხდება გვიან. სექსი აქვთ თვეში ერთხელ, ან უფრო იშვიათად და ძალიან კარგად იტანენ სექსუალურ თავშეკავებას. ქალების ეს ტიპი სექსამდე მოფერებას საჭიროებენ, რის გარეშეც, პრაქტიკულად, ვერ იგზნებიან.

პროცენტულად თუ გადავანაწილებთ ამ ჯგუფებს ასეთ შედეგს მივიღებთ: ადამიანების 80% შედის საშუალო ჯგუფში, დანარჩენი პროცენტები ორ უკიდურესობაზე მოდის, ამასთან ჭეშმარიტი სექსუალური სიცივით იტანჯება 1%.