Sunday, January 29, 2017

ლაიკა და მათი ნაირსახეობები



მას იყენებენ მარხილში, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ ძალიან ძლიერი აღნაგობა რაც ხელს უწყობს მათ გამწეობას. მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ცისფერი - მწვანე - ან მუქი ლურჯი თვალები, ხშირად თითო თვალი სხვადასხვა ფერის, ასევე მოკლე მაგრამ დაცქვეტილი ყურები და აღრეული ბეწვის ფერი. სასურველია რომ ჰასკი იყოს თეთრი შავში, თეთრი ყავისფერში ან სულაც სერი.


მალამუტი 

ხშირად ეს ქვე-ჯიში ერევათ ჰასკში, რადგან პირველადი დაკვირვებით დიდად არ განსხვავდება ჰასკისგან, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით მას ვნახავთ რომ არის დიდი განსხვავება მათ შორის. მთავარი განსხვავება არის ის რომ მალამუტი შედარებით დაბალია მაგრამ უფრო მსუქანი ვიდრე ჰასკი. როგორც სურათზე ხედავთ მას შეიძლება ჰქონდეს შავი თვალები. იგი ბევრად ძლიერია ფიზიკურად ვიდრე ჰასკი. მისი კუდი აუცილებლად უნდა ედებოდეს ზურგს. მას როგორც ჰასკს აქვს გრძელი და ხშირი ბეწვი რაც ხელს უწყობს მას, გაძლოს ციმბირის 40 გრადუსიან ყინვაში.


იაკუტიის ლაიკა


კიდევ ერთი წარმომადგენელი ლაიკის ჯიშისა რომლის სამშობლოც იაკუტიაა. ამ ჯიშის წარმომადგენელი თითქმის არ მოიპოვება საქართველოში, რადგან მას სჭირდება ძალიან ცივი კლიმატი და ფიზიკურად ვერ უძლებს შედარებით ზომიერ ჰავას. მას გააჩნია ორმაგი ბეწვის ქურქი რაც პრაქტიკულად არ ატარებს სიცივეს. მათ ხშირ შემთხვევაში ძილი უწევთ გარეთ სადაც ტემპერატურა გამის მონაკვეთში აღწევს -60 გრადუსს. ისინი ისეთივე ძლიერები არიან როგორც მალამუტი მაგრამ განსხვავდებიან ბეწვის საფარით.


დასავლეთ-ციმბირული ლაიკა


და ბოლოს წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ფუნქციონალურად დატვირთულ ლაიკათა ჯიშის წარმომადგენელს, დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას. ეს ჯიში გამოყვანილია 60-იანი წლების ბოლოს და აღიარებულია როგორც რუსეთის კინოლოგიური კავშირის წარმატებათ. მას ზოგიერთ ქვეყანაში ჰიბრიდულ მგელსაც კი უწოდებენ. არსებული ძაღლებიდან ყველაზე ახლო ნათესაური კავშირი მგელთან გააჩნია ამ ჟიშს. იგი გერმანიის 1985 წლის გამოფენაზე აღიარებულია როგორც "უნივერსალი" და გეტყვით თუ რატომ. ზოდადად მას იყენებენ ნადირობაში მსხვილ ჩლიქოსან ცხოველებზე, ასევე ნუტრიებზე, ციყვებზე, ბატებზე და სხვა მრავალზე. ასევე ამ ჯიშს გააჩნია დაცვითი ფუნქციებიც, არის ზომაზე მეტად აგრესიული და არაპროგნოზირებადი უცხოებთან მიმართებაში. ასევე იგი გამოირჩევა ერთგულებით პატრონის მიმართ და ირჩევს მას ცხოვრების ბოლომდე. უნდა იცოდეთ რომ დასავლეთ-ციმბირულ ლაიკას ყავს ერთი პატრონი და არა ოჯახი. რაც ყველაზე საინტერესოა მას არ უკეთებენ კომპლექსურ აცრებს რაც სხვა ყველა ჯიშისთვის აუცილებელია. მას გააჩნია თანდაყოლილი იმუნიტეტი. მას არც სიცხე აწუხებს და არც სიცივე, შეუძლია შეეგუოს ნებისმიერ კლიმატს. აუცილებლად უნდა ჰქონდეს შავი ან ყავისფერი თვალები (ცისფერი დაუშვებელია) ასევე გრძელი პარალელური ფეხები და კუდი, რომელიც აუცილებლად უნდა ედებოდეს ზურგს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია დაგეხმარეთ ამ ჯიშის უკეთ გაცნობაში. მომავალში კიდევ გავაგრძელებ ძაღლების ჯიშებზე საუბარს და შემოგთავაზებთ საინტერესო მასალას.