მთის კურორტები







თუ დაიღალეთ და გადაწყვიტეთ დასვენება, გენატრებათ განმარტოვება და სიწყნარე, მაშინ მთის კურორტები ზუსტად თქვენთვის არის შექმნილი.

იმის წყალობით, რომ ქვეყნის ტერიტორიის ორი მესამედი მთებს უჭირავს, მოთხილამურეებისა და ალპინისტებისთვის შვეიცარია სამოთხედ იქცა. შვეიცარიის ალპები დამსახურებულად ითვლება ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სამშობლოდ. შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტების ძირითადი თავისებურება სერვისის უმაღლესი დონე, კომფორტია , თანამედროვე საბაგიროების უმრავლესობა, რომელთანაც რიგები წლის ყველაზე მთავარ სეზონზეც კი არ არის და კურორტების მდებარეობის მნიშვნელოვანი სიმაღლე, ნოემბრიდან აპრილამდე თოვლზე სრიალის გარანტიას იძლევა.


დიაბლერე და ვილლარი

დიაბლერე და ვილლარი სრიალის ფართო ზონის Alpes Vaudoises შემადგენლობაში შედის, რომელიც 250 კმ ტრასას მოიცავს. კურორტის ღირსებებს შორის მნიშვნელოვანია ჟენევის, ლოზანისა და მონტრეს აეროპორტებთან სიახლოვე. ამ ადგილამდე იოლად ჩახვალთ ავტომობილითაც და რკინიგზითაც. იქვე ახლოს მდებარეობს მთიანი კურორტები ლეიზენი (Leyzen), გშტაადი (Gstaad) და ვერბიე (Verbier). ტრასები: დიაბლერში-სრიალის სამი დამოუკიდებელი ზონა: Meilleret-Villars, Glacier 3000 და Isenau. Meilleret (იქ საბაგირო პირდაპირ სოფლიდან ადის) მეზობელ რეგიონს Villars-Gryon უერთდება. ტრასები ძირითადად, „წითელია“, რაც სრიალის ფართო საშუალებას იძლევა. აღნიშნული კურორტი საშუალო დონისა და დამწყები მოთხილამურეებისთვისაა. ასევე განკუთვნილია ბავშვიანი ოჯახებისა და სნოუბორდისტებისთვის...

დავოსი გრიზონის კანტონის დედაქალაქია, რომელიც 1560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული ადგილი ციურიხიდან 148 კილომეტრზე მდებარეობს. საუცხოო ტრასების პარალელურად, ტურისტის ყურადღებას იქცევს ქალაქის ინფრასტრუქტურა. ტერიტორიულად დავოსი ორ ნაწილად იყოფა-დასავლეთ დავოს-პლატსი (Davos Platz) და სამხრეთ დავოს-დორფი (Davos Doft). ახლოს მდებარეობს ევროპაში ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი კლოსტერი. რეგიონში სრიალისთვის რამდენიმე სხვადასხვა რაიონია. ველის ერთ მხარეს მდებარეობს Pischa (2483მ), Jakobshorn (2590მ) და Rinerhorn (2490მ), ხოლო მეორე მხარეს Parsenn, უმაღლესი წერტილით Weissfluhgipfel-ზე (2844მ) და Gotschna (2285). ტრასები: Pischa და Rinerhorn სრიალისთვის შედარებით მცირე რაიონებია. Jakobshorn უფრო საინტერესოა, რადგან იქ ტრასები უფრო მრავალფეროვანია. იქვეა "Fun mountaine"-“მხიარული მთა”, რომელიც სნოუბორდისტების საყვარელ ადგილს წარმოადგენს. Weissfluhjoch-დან (2662მ) სხვადასხვა მხარეს მდებარეობს საშუალო სირთულის ტრასები. უფრო ძლიერი მოთხილამურეებისთვის Weissfluhgipfel-ზე (2844მ) არის ე.წ. „შავი მონაკვეთი“. კურორტზე სხვადასხვა დონის ტრასაა, მათ შორის ოჯახური გართობისთვის და დამწყებთათვის. იქვეა ბევრი ფართო ფერდობი და ტრასები ციგურების მოყვარულთათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий