საზოგადოება

ბოლო 100 წლის მანძილზე ევროპაში წელს ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

20.10.16 21:30


2016-2017 წლის ზამთარი ევროპაში ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპელ სინოპტიკოსებზე დაყრდნობით, ვებგვერდი allnews.ge ავრცელებს.

”სინოპტიკოსები გვირჩევენ, რომ დროა უჩვეულოდ ცივი ზამთრისთვის თბილი სვიტერები მოვიმარაგოთ. გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი ამბობს, რომ 2016-2017 სეზონი უჩვეულო სიცივეს გვპირდება. მეტეოროლოგიურმა რუკამ, გააოცა სინოპტიკოსები. იუნგის განმარტებით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა იანვარი-თებერვლის თვეებშია მოსალოდნელი. ის ასევე აღნიშნავს, რომ მარტში გაზაფხულის დადგომას არ უნდა ველოდოთ და ევროპაში ზამთრის დასრულება და მზის სითბო მხოლოდ აპრილისთვის იქნება მოსალოდნელი”, - წერს allnews.ge



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები