საზოგადოება

რეისი სტამბული-თბილისი-სტამბული გაუქმებულია

21.03.17 18:35


თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა გააუქმა ავიარეისი სტამბული-თბილისი-სტამბული, განუცხადეს "Sputnik საქართველოს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.

წინასწარი მონაცემებით, რეისის გაუქმების მიზეზი დედაქალაქში ძლიერი ქარი გახდა, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარიშხლის ძალას აღწევდა.

"ვერ გეტყვით, რა გაიგეს სტამბულში, მაგრამ, როგორც ჩანს, რეისის გაუქმების მიზეზი ეს (ძლიერი ქარი) გახდა", — განაცხადა აეროპორტის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თვითმფრინავი სტამბულიდან თბილისში 04:55 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, ხოლო თბილისიდან — 05:50 საათზე გაფრენილიყო. აეროპორტის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი რეისები განრიგის მიხედვით სრულდება. რაც შეეხება უამინდობას, ძლიერი ქარი საქართველოში ორშაბათს დაიწყო და ღამით გაძლიერდა. ქარის სიჩქარე აღმოსავლეთ საქართველოში წამში 32 მეტრს აღწევდა. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები