ეკატერინე II დიდის შესახებ…

„თავის დროზე ისტორია შეაფასებს მისი მეფობის ზეგავლენას ზნეჩვეულებებზე,ცხადჰყოფს მის მკაცრ დესპოტიზმს,რაც იფარებოდა სათნოებისა და მოთმინების საფარქვეშ. ხალხი,დაჩაგრული მთავარმართლებისაგან,ხაზინა,გაძარცვული საყვარლების მიერ,გვაჩვენებს მის საზიზღარ მანჭვა-გრეხას და მაშინ მისგან ცდუნებული ვოლტერის ხმა ვერ იხსნის მის ხსოვნას რუსეთის წყევლა-კრულვისაგან”. – ასეთი სახის მქონე ჩანაწერი დაგვიტოვა „რუსული პოეზიის მზედ” წოდებულმა – ალექსანდრე პუშკინმა სრულიად რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II დიდის (1729-1796 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) საგულისხმოა ის ფაქტი,რომ მრავალი მითითა თუ ლეგენდით გარემოსილი ეკატერინე გაცილებით დიდ პატივს სცემდა უცხოელ განმანათლებლებსა და ლიტერატორებს,ვიდრე თანამემამულე სწავლულებს. თუმცა,როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,მისი აღნიშნული ქმედება მეტად ცბიერი და გაქნილი პოლიტიკური სვლის ნაწილი იყო. ცნობილია,რომ იმპერატორი რჩევებსა და დარიგებებს ითხოვდა და იღებდა ისეთი სახელოვანი განმანათლებლებისაგან,როგორებიც გახლდნენ – ვოლტერი, დიდრო და დალამბერი. (ავტორი გენია.ჯი) იწვევდა მათ რუსეთში. გარდა ამისა,მატერიალურ დახმარებას უწევდა დენი დიდროს,რამაც თავის მხრივ,დიდად გაუთქვა სახელი ეკატერინეს,როგორც განმანათლებელთა და სწავლულთა ქომაგს. სრულიად რუსეთის იმპერატორი-ქალის მიერ დიდროსადმი გამოჩენილმა ყურადღებამ უკიდურესად მოხიბლა ვოლტერი,რაც მან მეგობრისადმი (დიდროსადმი) მიწერილ წერილშიც ასახა: „მაშ,სახელგანთქმულო ფილოსოფოსო,რას იტყვით რუს მეფე-ქალზე? რა დროში ვცხოვრობთ ჩვენ! საფრანგეთი დევნის ფილოსოფიას,სკვითები კი მას მფარველობენ”. გარდა დიდროსი,ვოლტერმა დითირამბებით აღსავსე წერილი თვით ეკატერინესაც კი აახლა. აღნიშნული წერილი შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა: „ყოველი ნაკვთი თქვენი ხელისა არის თქვენი დიდების ძეგლი. დიდრო,დალამბერი და მე აღგიგებთ თქვენ საკურთხეველს”.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,უცხოელ სწავლულთა თვალში საუკეთესო იმიჯის შემქმნელი ეკატერინე თანამემამულე განმანათლებლებს არა მხოლოდ უგულისყუროდ ექცეოდა,არამედ სდევნიდა კიდეც მათ. „ეკატერინეს უყვარდა განათლება,ნოვიკოვი კი,რომელმაც განათლების პირველი სხივები გაავრცელა,იმპერატორის „შინაურ ჯალათად” წოდებული  – შეშკოვსკის ხელით ჩაგდებულ იქნა დილეგში,სადაც იმყოფებოდა ეკატერინეს გარდაცვალებამდე. კნიაჟინს სული აღმოხდა მათრახის ცემით,ხოლო რადიშევი გადასახლებულ იქნა ციმბირში, და ფონვიზინს,რომლისაც მას ეშინოდა,არ ასცდებოდა იგივე ხვედრი,რომ იგი ესოდენ სახელგანთქმული არ ყოფილიყო”. – ასე ასრულებდა თავის შეხედულებას ალექსანდრე პუშკინი ეკატერინეს მოღვაწეობისადმი მიძღვნილ წერილში. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>