Saturday, January 26, 2013

გერმანული ნაგაზი



გერმანული ნაგაზი, ალბათ, ყველაზე კარგი არჩევანია ძაღლების ჯიშებიდან _ ისინი ცნობილნი არიან ინტელექტით, სიმარჯვით, ერთგულებით და დამცველობითი ბუნებით. მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ მწვრთნელები და პატრონები ასწავლიან.
ისინი ფიზიკურად ძლიერებია და ჩქარები, რითაც დაამტკიცეს, რომ არამარტო საიმედოები, არამედ, ბევრ საქმეში გამოსადეგები არიან_ მათ ყველაზე კარგად იცნობენ, როგორც პოლიციელ ძაღლებს. გერმანულ ნაგაზებს, ძირითადად, იყენებენ ნარკოტიკების ამოღების, დაკარგული ხალხის ძებნის და ცოცხლად დამარხული ხალხის გადარჩენის ოპერაციებში.

ამბობენ, რომ გერმანული ნაგაზების ჯიში ორი ჯიშის შეჯვარებით გაჩნდა _ მეცხვარეებისა და სამხრეთული მგლისა, რომლებიც ცხოვრობენ ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე. შეჯვარება მოხდა 1899 წელს და მას ხელმძღვანელობდა მაქს ვონ სტეფანიზი, რომელიც დღეს ამ ჯიშის "მამად" ითვლება.
გერმანულმა ნაგაზმა დიდი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. ისინი არიან იმის გარანტები, რომ თქვენი სახლი 24 საათის განმავლობაში დაცული იქნება.
გერმანული ნაგაზის გაწვრთნა ძალიან ადვილია, რაც კიდევ უფრო ადვილი იქნება, თუ მათ გაწვრთნას ჯერ კიდევ ლეკვობის პერიოდში დაიწყებთ, სანამ ისინი ზრდასრული ძაღლები გახდებიან.
გადავხედოთ მათი გაწვრთნის ხერხებს:
ცხოველის გაწვრთნა, რომ შეასრულოს თქვენი ბრძანებები, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ამით თქვენ აიძულებთ ძაღლს, გამოავლინოს მისი საუკეთესო შესაძლებლობები. თუ თქვენ არ გაწვრთნით მას სწორად, ეს იქნება ყველაზე დიდი ვნება, რაც კი თქვენ შეგიძლიათ მიაყენოთ ცხოველს.
თავიდან, ეცადეთ, მოაშინაუროთ ეს ურჩი და ჯიუტი მხეცი _ პირველად მას ასწავლეთ ისეთი ბრძანებების შესრულება, როგორებიცაა _ დაჯექი, მოდი, მიდი, დაწექი, გადაბრუნდი და ასე შემდეგ.
დაიხარეთ ძაღლის სიმაღლემდე და აჩვენეთ, თუ რას ნიშნავს ის ბრძანება, რომელსაც თქვენ მას უბრძანებთ. ეს მოქმედება გაიმეორეთ მანამ, სანამ თქვენ ბრძანებაზე ძაღლი არ გაიმეორებს იგივე მოქმედებას, რაც თქვენ აჩვენეთ. არ დაგავიწყდეთ მათი დაჯილდოვება ყოველი მოქმედების შესრულების შემდეგ _ ეს ჯილდო შეიძლება გამოიხატოს მოფერებაში ან საკვების მიცემაში. გახსოვდეთ, რომ გერმანული ნაგაზები ასრულებენ მხოლოდ პოზიტიურ ბრძანებებს და არა ნეგატიურს.
ძაღლი და საზოგადოება
გერმანულ ნაგაზს აუცილებლად უნდა მისცეთ უფლება, გაერიოს სხვა ძაღლებში და ხალხში, მაგალითად თქვენ მეგობრებში ან ოჯახის წევრებში, რომ გაარკვიოს, თუ ვინ არის "შინაური" და ვინ _ "გარეული". ეს მან მანამდე უნდა გაარკვიოს, სანამ ლეკვია, რადგან შეიცნოს ის გარემო, სადაც მას არავინ ზიანს არ მიაყენებს.
რეგულარულად გაიყვანეთ ძაღლი სასეირნოდ, პარკში ან პლაჟზე _ ნაგაზი უნდა მიხვდეს, რომ ის არის თქვენს საყვარელ წრეში, რის შედეგადაც ისინი არ მოიქცევიან მომავალში სასტიკად. ლეკვთან, შეიძლება, დატოვებულნი იყოს სხვა ძაღლებიც _ ამით ის გახდება უფრო გულგახსნილი და ადვილად შემგუებელი სხვა ცხოველებთან და ხალხთან.
ნუ იქნებით ცხოველთან მკვეთრი და მოუთმენლები!
მოთმინების და საკუთარი თავის მართვის დაკარგვა არ გადაწყვეტს ძაღლის გაწვრთნის პრობლემას _ ეს მას გადააქცევს დაუნდობელ მხეცად. აუცილებელია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აღელდეთ ძაღლის არც ერთ შეცდომასა და ცუდ ქცევაზე, მაგალითად, ისეთებზე, როგორიცაა ფეხსაცმელების ღეჭვა, უწესრიგობა. კეთილი ტონით უფრო შეიძლება ასეთი ქცევის გამოსწორება, ვიდრე გაბრაზებით. ძაღლს აუცილებლად უნდა უყიდოთ რაიმე რეზინის სათამაშო, რასაც ის გამოიყენებს საღეჭად თქვენი ფეხსაცმლის მაგივრად.
ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ასწავლოთ ძაღლს, სად დაიკმაყოფილოს ბუნებრივი მოთხოვნილებების, რაც, ასევე, დიდ მოთმინებას მოითხოვს. თქვენ მას უნდა აჩვენოთ, სად შეიძლება მოსაქმება და სად _ არა. სწორად მოქცევის შემთხვევაში, ძაღლი უნდა შეაქოთ და დააჯილდოვოთ, რაც მას შეაგულიანებს გააკეთოს ის, რასაც პატრონი უბრძანებს.





No comments:

Post a Comment