ავტორი:ვალერი ოქრაძე
სოფელ გომარეთში და მის მიდამოებში შემონახულია ბევრი მნიშვნელოვანი
ეკლესია და მონასტერი.
გომარეთის საკრებულოს ტერიტორიაზე, ჩათახის ხეობაში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ორი ეკლესია, რომლებიც ოქროს საყდრების სახელითაა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ლიპარიტისუბნის საყდრებადაც მოიხსენიებს.
ეს ორი საყდარი ერთ გალავანში იყო მოქცეული. გალავნის ნაშთები ახლაც კარგად იკითხება. არსებობს ვარაუდი, რომ საყდრები ერთმანეთს გვირაბით უკავშირდებოდა.
სამშენებლო ტექნიკით ორივე ეკლესია სხვადასხვა ზომების მიუხედავად ერთნაირია და ერთდროულად უნდა იყოს აშენებული.
ტიპის მიხედვით ეს არის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია უხეშად ნაგები სხვადასხვა ზომის ნამსხვრევი ქვებით. კირხსნარისა და ქვის წყობა მარტივია, დამუშავება სადაა, ორნამენტაციის გარეშე. ანალოგიურადაა შესრულებული ინტერიერის წყობაც.

სოფელ გომარეთის წმინდა გიორგის ეკლესია ამჟამად მოქმედია. მის შეკეთებაში საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიუღია ადგილობრივ მოსახლეობასაც.
ძეგლი კარგად არის შემონახული, გალავანი კი სრულიად ახალი შემორტყმულია. ეკლესიის ეზოში შემორჩენილია ჩუქურთმებიანი და წარწერებიანი საფლავის ქვები.
გომარეთის წმინდა გიორგი დარბაზული ეკლესიაა ჩრდილოეთის მხრიდან გვერდითა მინაშენით, რომელზეც მოთავსებულია ორწახნაგოვანი სამრეკლო.
ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვის ფილებით.
სხვადასხვა ტონალობისა და შეფერილობის ქვის მასალა სპონტანურად არის გაფანტული ფასადებზე. ასე რომ, ამ მხრივ მას მხატვრული დატვირთვა არ ენიჭება.
მთავარი აქცენტი კეთდება სამხრეთის ფასადზე, სადაც არის ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი; შესასვლელის თავზე ჯვრის გამოსახულებიანი ფილაა მოთავსებული, უფრო ზევით ორი სარკმელია გაჭრილი.
ერთი სარკმელი ორნამენტებით არის დამუშავებული, მეორე სარკმელი დატოვებულია ორნამენტაციის გარეშე. აქედან ჩანს, რომ ისინი თანადროულნი არ არიან. ამასავე მიუთითებს აღმოსავლეთის ფასადის მოკაზმულობა.
ეკლესიის ინტერიერი სადა და თავისუფალია, ყოველგვარი დანაწევრების გარეშე. აბსიდი საერთო სივრციდან გამიჯნულია ერთსაფეხურიანი შევიწროებით. იგი ნახევარწრიულია, თავისუფალი მოყვანილობისაა კონქიც.
ეკლესიის ქვის წყობის ხასიათი საფუძველს იძლევა, რომ ძეგლი XI-XII საუკუნეებით დათარიღდეს.
სოფელი გომარეთი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 30 კილომეტრის დაშორებით.

გიორგობის დღესასწაულზე წვერის წმინდა გიორგის ეკლესიიდან მობრუნებული მომლოცველები ამ ქვაჯვართან ჩერდებიან და მოილოცავენ.
ქვაჯვარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში,

მღვდელმონაზონი ეფრემი დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად
1925 წლის 22 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის ლოცვა-კურთხევით მღვდელმონაზონი ეფრემი აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დიდი გომარეთის მრევლის მღვდლად და ბორჩალოს მაზრის მთავარხუცესად, როგორც 1925 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული მისი საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა იგი მოვალეობის შესრულებას შეუდგა სოფელ დიდ გომარეთში. იმ დროს, როდესაც თვით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საიდუმლო მოხსენება ადასტურებდა “უკანასკნელ ხანებში მორწმუნეთა და კულტის მსახურთა დევნამ მიიღო მწვავე ხასიათი, რაც გამოიხატება არა მხოლოდ იდეურ ანტირელიგიურ პროპაგანდაში, არამედ და უმთავრესად ადმინისტრაციულ დევნაში, სოფლებში არ აჩერებენ მღვდელს, უკრძალავენ ნათლობას, ჯვრისწერას წესების შესრულებას. სამღვდელო პირთა შვილებს არ იღებენ სკოლებსა და სასწავლებლებში”.
მრავალეროვნულ რეგიონში, სადაც პოლიტიკურთან ერთად რელიგიურ-კონფენსიურ ინტერესთა სხვაობა გავლენას ახდენდა ყველაფერზე რთული იყო ახალგაზრდა მოძღვრისათვის, მაგრამ ეფრემმა მოახერხა თავი შეეყვარებინა ადგილობრივი მოსახლეობისათვის როგორც მათი ჭირისა და ლხინის თანამონაწილემ, უანგარო და კეთილსინდისიერმა ღვთისმსახურმა. იგი ერთნაირად ყურადღებიანი იყო როგორც ქართველების, ასევე იქ მცხოვრები ბერძნების მიმართ. 1926 წლის 27 მარტს არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ამბროსის ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: “თქვენო უწმიდესობავ, ჩემდამი რწმუნებული სოფელ დიდი გომარეთის სამრევლოს ამ უკანასკნელი 5-6 წლის განმავლობაში არ ჰყოლია მღვდელი. მისი მოვლა პატრონობა თავს უდვიათ მეზობელი ბერძნის მღვდლებს ალექსი პარასკევიდს და მიხეილ მიხეილოს, გთხოვთ გაწეული სამსახურისათვის გამოუცხადოთ მადლობა”. უწმიდესმა ამბროსმა დააკმაყოფილა ეფრემის თხოვნა, რამაც კიდევ უფრო აამაღლა მისი ავტორიტეტი ადგილობრივ ბერძენ მართლმადიდებლებს შორის. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ხელი შეეშალა არქიმანდრიტ ეფრემისათვის, მაგრამ იგი მაინც თავის საქმეს აკეთებდა.

შავსაყდრები. წმინდა ღვთისმშობელი
ძეგლი შეკეთებულია კულტურის სამინისტროს მიერ.
ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ფოროვანი ქვებით. კარგად გათლილი ქვების წყობა არათანაბარია და არასწორხაზოვანი, კარნიზი მარტივია და მსუბუქი, ორნამენტაციის გარეშე.
ახალგადახურული სახურავი თანამედროვე თუნუქისაა.
ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, ხოლო სარკმელი სამი – აღმოსვლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე.
შიდა სივრცე დანაწევრებულია, გამოყოფილია მხოლოდ აბსიდი, რომელიც ღრმა, ნახევარწრიული ფორმისაა.
სავარაუდოდ, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლია.
,,შავსაყდრები~ მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 32-32,5 კილომეტრის დაშორებით.

პანტიანის ნამოსახლარი
მამულოდან 2-2,5 კილომეტრის დაშორებით, ხშირ ტყეში შემონახულია ნამოსახლარი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ომიანობის დროს გასახიზნად იყენებდა.
ნამოსახლარზე შემორჩენილია გალავნის კედლის ნაშთები, სათავსოები, გვირაბი და ეკლესია. სხვა ნაგებობებთან შედარებით იგი უკეთ არის შემონახული.
დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად გათლილი ქვის ლოდებით. წყობა არათანაბარია, კარნიზი გლუვია და მარტივი, სახურავი დაზიანებული, ორნამენტები არ იკითხება, კედლები გარედან კირ-ხსნარით ყოფილა შეთეთრებული.
ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს-სამხრეთის მხრიდან, სარკმელი ორი-აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე.
შიდა კედლები დაზიანებულია. აბსიდი ვიწრო და მაღალია, ხოლო კონქი არათანაბარი მოყვანილობისაა.
სავარაუდოდ, ძეგლი შუა საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.
პანტიანის ნამოსახლარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 38 კილომეტრის დაშორებით. დაწვრილებით ნახეტ აქ

საფუტკრის კლდეები
გამოქვაბული მღვიმის საპირისპიროდ ადამიანის მიერ გამოკვეთილ ხელოვნურ ღრმულს აღნიშნავს. გამოიყენებოდა საცხოვრებლად, სახიზრად, სალოცავად, დოვლათის შესანახად და სხვ.
როგორც ჩანს, გამოქვაბულები სახიზარის ფუნქციას ასრულებდა.
საფუტკრის კლდეები მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სოფელ გომარეთის მახლობლად, ჭოჭინის ხეობაში, ხეობის მარცხენა მხარეს შემორჩენილია XIII საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სეიფაანთ საყდარს ეძახის. ცნობილი არ არის რომელი წმინდანის სახელზეა იგი აგებული.
მცირე ზომის ეკლესია თითქმის ნანგრევებადაა ქცეული, ჩამოქცეულია სახურავი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები. ნაწილობრივ არის შემორჩენილი სამხრეთის კედელი.
ძეგლი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 38 კილომეტრის დაშორებით. —სეიფაანთ საყდარი-ში.

ამაღლება
სტელები
გომარეთში, სოფლის განაპირას დგას რამდენიმე მარტივი ორნამენტით გაფორმებული სტელა, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
სტელა, იგივე ქვასვეტი, წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ქვის სვეტს, რომელზეც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება.
გამოიყენება საფლავის ქვად, სამიჯნე ნიშნად, ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად.
საქართველოში სტელებმა ფართო გავრცელება ჰპოვა შუა საუკუნეებიდან.
გომარეთის მოსახლეობა სტელებთან კვირაცხოვლის სახელზე მოილოცავს.
სოფელი გომარეთი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 30 კილომეტრის დაშორებით.
გომარეთში, სოფლის განაპირას დგას რამდენიმე მარტივი ორნამენტით გაფორმებული სტელა, რომლებიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება.
სტელა, იგივე ქვასვეტი, წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ქვის სვეტს, რომელზეც არის წარწერა ან რელიეფური გამოსახულება.
გამოიყენება საფლავის ქვად, სამიჯნე ნიშნად, ან რაიმე განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად.
საქართველოში სტელებმა ფართო გავრცელება ჰპოვა შუა საუკუნეებიდან.
გომარეთის მოსახლეობა სტელებთან კვირაცხოვლის სახელზე მოილოცავს.
სოფელი გომარეთი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 30 კილომეტრის დაშორებით.
სოფელ გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქციის ნაპირას განლაგებულია ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი, რომლის მთავარი ნაგებობაა სამნავიანი ბაზილიკა საკმაოდ წაგრძელებული შუა ნავითა და გვერდითა ნავებით. ეკლესია რელიეფს ისეა მორგებული, რომ დასავლეთის ფასადი მიწაშია შედგმული. ბაზილიკა ნაგებია უხეშად ნატეხი ქვით, წყობა არათანაბარია, მაგრამ კომპაქტური. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს მოწყობილი. ნავებში გადასასვლელები გამიჯნულია ოთხწახნაგოვანი ბურჯებით, რომელთა შორის ნახევარწრიული თაღებია მოწყობილი. ნავების გადახურვა კამაროვანია და სადა.
ბაზილიკის მახლობლად მოჩანს პატარა ეკლესიის ნანგრევები, ძველი სათავსოებისა და ბერთა სენაკების ნაშთები. როგორც ჩანს, ადრე აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ამჟამად ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი მოქმედია.
მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 45 კილომეტრის დაშორებით. ვრცლათ ნახეთ აქ

სოფელ გომარეთში, ხიზანაანთ საყდრის მახლობლად შემორჩენილია ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხი ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ურუმაანთ საყდარს ეძახის.
მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ქვით კირ-ხსნარის გამოყენებით.
სავარაუდოდ, საყდარი XVIII-XIX საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.
ძეგლი საგრძნობლად არის დაზიანებული.
ურუმაანთ საყდარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დმანისიდან 30 კილომეტრის დაშორებით.

სოფელ გომარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახნავ-სავარგულებში შემორჩენილია დაზიანებული ქვაჯვარა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.
ძეგლი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში
ძეგლი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში