ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე ჯინჭველაშვილი

ეკატერინე ჯინჭველაშვილი

ეკატერინე ჯინჭველაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 14 ოქტომბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 31 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატურის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2005 წელს მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2007-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტად.

2012-2015 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2014-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

2015 წლის აგვისტოდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.