უფასო ონლაინ-მეგზური უნგრეთსა და ბუდაპეშტში


 უნგრეთის ოპერის თეატრი - მუსიკის სამყარო

უნგრეთის ოპერის თეატრი თავისი აკუსტიკის მიხედვით ევროპაში მესამე ადგილზეა. ამ მხრივ, მას მხოლოდ მილანის "ლა სკალა" და პარიზის ოპერის თეატრი უსწრებს. მისი პროექტის ავტორი უნგრელი არქიტექტორი მიკლოშ იბლია - სწორედ ის, ვინც ანდრაშის პროსპექტი დააპროექტა, ეგრეთ წოდებული "ბუდაპეშტის ელისეს მინდვრები". უნგრეთის ოპერის თეატრი ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში. მასში 1261 ადამიანი ეტევა. დარბაზს ნალის ფორმა აქვს და აკუსტიკის მიხედვით ევროპაში მესამე ადგილზეა მილანის "ლა სკალასა" და პარიზის ოპერის თეატრის შემდეგ.



ცოტა რამ ისტორიიდან


ოპერის თეატრის მშენებლობა დაახლოებით 10 წელი გრძელდებოდა. მისი საზეიმო გახსნა 1884 წელს შედგა. ცერემონიას ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი ფრანც იოზეფი ესწრებოდა. ნალის ფორმის დარბაზში 1261 ადგილია.


თეატრის პირველი დირექტორი იყო ფერენც ერკელი - პირველი უნგრული ოპერისა და ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ავტორი. მისი ქანდაკება შენობის შესასვლელთანაა დაყენებული. ეს პატივი წილად ხვდა კიდევ ერთ უნგრელ კომპოზიტორს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ფერენც ლისტს.


უნგრეთის ოპერის თეატრში მრავალი ცნობილი მომღერალი, დირიჟორი და კომპოზიტორი მუშაობდა, მათ შორის ჯაკომო პუჩინი.


შენობა აღფრთოვანებას იწვევს როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ეს განსაკუთრებით მაყურებელთა დარბაზს შეეხება. წითელი და ოქროსფერი ფერები, მოხატული ჭერი, ბრინჯაოს ჭაღები სმოკინგის თუ არა, კოსტიუმის ჩაცმისკენ მაინც გიბიძგებთ. თუმცა საღამოს კაბებისა და სმოკინგების ჩაცმა მაყურებელს მხოლოდ პრემიერისა და დღესასწაულების დროს მოეთხოვება.




ექსკურსია თეატრის შიგნით


თუ სპექტაკლზე დასწრებას არ აპირებთ, შეგიძლიათ შენობა შიგნიდან დაათვალიეროთ. 60-წუთიანი ექსკურსია ყოველდღე ეწყობა 13:30-ზე, 15:00-ზე და 16:30-ზე. ფასი - 7000 ფორინტი.



გაითვალისწინეთ, რომ ბუდაპეშტის ოპერის თეატრში ფასიანი გარდერობია. ყოველი ჩაბარებული ნივთისთვის 200 ფორინტის გადახდა მოგიწევთ.


სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი, ადგილებისა და მონაწილეების მიხედვით, 1000-დან 25000 ფორინტამდე მერყეობს. მათი შეძენა წინასწარ შეგიძლიათ ინტერნეტით.



მისამართი - ანდრაშის პროსპექტი 22.


ოპერის თეატრთან მისასვლელად უნდა გამოიყენოთ:

- მეტრო - M1 ხაზი, გაჩერება Opera;

- ავტობუსი - №105, გაჩერება Opera M;

- ტროლეიბუსი - №70, 78, გაჩერება Andrássy út (Opera M).


სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შესაძენად, დეტალებისა და უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნგრეთის ოპერის თეატრის ოფიციალურ საიტს: https://www.opera.hu/.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!