понедельник, 9 мая 2011 г.

ცხოველები

1) პროექტის სახელი: შინაური და გარეული ცხოველები

2) პროექტის მოკლე აღწერა: ცხოველების აღწერა, მათი თვისებები, ნაშიერები,სად ცხოვრობენ, რით იკვებებიან.

3) პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად.შეიმუშავებენ გეგმას ერთი ჯგუფი იმუშავებს შინაურ ცხოველებზე,ხოლო მეორე გარეულ ცხოველებზე.მოიძიებენ ინფორმაციას ცხოველების შესახებ, მათ ნაშიერებზე, როგორ იკვებებიან, სად ცხოვრობენ, რა თვისებები აქვთ.

4) მონაწილეთა ასაკი: IV კლასი

5) ვადა: 2–3 კვირა

6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დახატავებ ცხოველების სურათებს,დაალაგებენ ცხოველებს და მათ ნაშიერებს, დაალაგებენ შინაურ და გარეულ ცხოველებს ცალკ–ცალკე.

7) მოსალოდნელი შედეგები: გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების,დაკვირვების, ინფორმაციის მოძიების უნარი.

8) სარგებელი სხვებისთვის: სხვანაირად დაინახავენ გარე სამყაროს.მოპოვებულ ინფორმაციას და სურათებს გაუზიარებენ მეგობრებს.

9)სამუშაო ენა: ქართული

10) სხვა საგნებთან კავშირი: ქართული,ბუნება.

11) პროექტის ფასილიტატორი: სოფია ირემაშვილი

12) ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sofo.iremashvili@gmail.com

13) ბლოგის მისამართი: iremashvili-sofo.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий