Friday, November 25, 2011

შემოდგომა სოფელში

1.პროექტის   სახელწოდება.   შემოდგომა  სოფელში.
2.პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა) 1–2  წინადადებით. შემოდგომის  სურათის  აღწერა  სოფელში. რა  ცვლილებები  ხდება  წელიწადის  ამ  დროს  ბუნებაში.
3.პროექტის  აქტუალობა.  მოსწავლეებმა  დაახასიათონ  შემოდგომა  თავისი  ნიშნებით.
რთველი. ხილის  კრეფა.
4.პროექტის  მიზნები.  მოსწავლეებს  ჰქონდეთ  წარმოდგენა წელიწადის  ეს  დრო  რატომ  არის  ყველაზე  ბარაქიანი  და  განსაკუთრებული  სხვა   დროებს  შორის.
5.მონაწილეთა  ასაკი. 8–9  წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა. 1თვე.
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქნას.   შემოდგომის   კუთხის    მოწყობა    სკოლაში. გამოფენა–ბარაქიანი   შემოდგომა. ჩანახატები.
8.პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები. წიგნი. დისკი.  ინტერნეტი.
9.პროექტის   მსვლელობა.  მოსწავლეები  აღწერენ   როგორ   იცვლება  ბუნება.  დღე  იკლებს  ღამე   იმატებს. ფრინველები  მიფრინავენ თბილ  ქვეყნებში,  ხდება  ყურძნის  კრეფა,დაწურვა, ჩურჩხელების  ამოვლება.  ხეები   შიშვლდებიან. სიმინდის   მოსავლით  დატვირთული  ურმები   მიჭრიალებს  სოფლის   გზაზე. ქვევრები   ივსება  ღვინით. მოწავლეები   აღწერენ  როგორ  მიეხმარენ  დედას  ჩურჩხელების   ამოვლებაში.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: მონათესავე  საგნებთან   და  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი.
11.პროექტის  ხელმძღვანელი {მასწავლებელი).ირინა  ტყეშელაშვილი.
12.ხელმძღვანელის  ელ–ფოსტა: irinatkeshelashvili1@gmail.com
13.პროექტის  ვებ–გვერდი/ბლოგი.irinatkeshelashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment