ბონსაი


ეს არის ბონსაი (მინიატიურული ხე), მისი გამოყვანის ტრადიცია პირვე­ლად ჩინეთში გაჩნდა, შემდეგ იაპონ­იაში ცოტა სხვა მიმართულებით გაგ­რძელდა და დაიხვეწა", - გვეუბნება­ ალექსანდრე მესხი, ადამ­იანი, რომე­ლსაც ბონსაი გამოჰყავს. მასთან სტუმ­რად მისულებს ულამაზესი­ მინიატიურული ხეები (ღვია, ნაძვი, თუთა, ნეკერჩხალი, ვაშლი, ბზა...) დაგვხვდა, რომლებზეც ბატონი ალექსანდრე დიდი მონდომებით მუშაობს. 
- ევროპაში ჯუჯა
ხე XIX საუკუნის ბოლოს გაიცნეს, როცა საფრანგეთში პირველი გამოფენა მოეწყო და ევროპელებმა მსოფლიოს მიღწევები პირველად ნახეს. მაშინვე არ აღფრთოვანებულან, თუმცა 30-იანი წლების ბოლოს ევროპაში უკვე ძალიან პოპულარული იყო. 
დღეს ბონსაი განსაკუთრებით ამერიკაშია პოპულარული. არიან მისი კოლექციონერებიც, სპეციალისტები. ბონსაის იაპონელებმა განსხვავებული რაღაცები შესძინეს, თუმცა ყველაფერი მაინც გემოვნებაზეა დამოკიდებული. 
კლასიკური ზომაა 5 სანტიმეტრიდან­ 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრამდე, თუმცა ზოგი 1 მეტრი და 20 სანტიმეტრი სიმაღლის ხეს ბონსაის არ უწოდებს. ისე, აზიაში­ ქოთანში ჩარგული ორმეტრიანი ბონსაებიც არსებობს. 
კანადური ნაძვის ფორმირება ახალი დაწყებული მაქვს და ჯერ ვერ ვიტყვით, რომ მზად არის. გაზრდას ველოდები, რომ გავსხლა. ზედმეტ წანაზარდებს მოვაც­ილებ, 3-4 წელიწადში კი დასრულ­ებულ ფორმას მიიღებს. 

ბონსაის შესახებ პირველი ისტორიული წყარო, სამარხში ნაპოვნი ფრესკაა, რომელზეც მსახური ხელში პატარა ხე-მცენარითა და ქვებით არის გამოსახული. ფრესკა VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იაპონიაში ბონსაი დაახლოებით VIII საუკუნიდან იკიდებს ფეხს, იქ მისი გავრცელების შესახებ ორი ვერსიაა ცნობილი. ერთი ამბობს, რომ ბუდისტმა ბერებმა ჩაიტანეს, მეორე ვერსიით კი ჩვეულებრივმა იაპონელებმა ჩაიტანეს ჩინეთიდან. 
  ბონსაი ითარგმნება, როგორც მცენარე პატარა ქოთანში (ეს ტერმინი, სავარაუდოდ, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა სხვა სახელწოდებებიც გვხვდება. ამჟამად ჩინეთში ორი სახელით იხსნიებენ - პენზაით და პენინგით)

 

Comments

Post a Comment