ჯვარი სამკაული არ არის, მისით ადამიანმა თავი არ უნდა მოიწონოს
ჯვარი სამკაული არ არის, მისით ადამიანმა თავი არ უნდა მოიწონოს
ყოველ ჩვენგანს, როცა იგი რაიმე ერთობის წევრი ხდება, ამის დასტურად გარკვეული საბუთი, ნიშანი ეძლევა ხოლმე. ქრისტიანობა ქრისტეს ეკლესიის წევრობას ნიშნავს. ნათლობის დროსაც ყოველ მორწმუნეს, რომელიც ამ საიდუმლოს აღსრულებით მაცხოვრის სხეულის ნაწილი ხდება, ქრისტიანობის სიმბოლოს - ჯვარს აძლევენ. სწორედ ჯვარია ის ნივთი, რომელიც კაცთა შორის ჩვენი აღმსარებლობის მაუწყებელია. მას ოდითგანვე განადიდებდნენ ქრისტიანები და ასეა დღესაც - "ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ", - გვესმის ყოველი ლიტურგიის შემდეგ.

გარდა ხილულისა, არსებობს უხილავი ჯვარიც - ჩვენი ცხოვრება, ვნებები და მოვალეობანი.

ჯვრის თაყვანისცემაზე გვესაუბრება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი (ფეიქრიშვილი).

- მამა გიორგი, რა დატვირთვა ჰქონდა ჯვარს მაცხოვრის ჯვარცმამდე?

- ჯვარზე გაკვრა რომის იმპერიაში ყველაზე დამამცირებელ სასჯელად მიიჩნეოდა. ეს გახლდათ დასჯის უკიდურესი ფორმა, თანაც იმდენად სამარცხვინო, რომ თავად რომის მოქალაქეთა ჯვარცმა, ნიშნად ამ იმპერიისადმი პატივისცემისა, აკრძალული იყო. ამიტომაც პეტრე მოციქული ჯვარზე გაკვრით აწამეს, პავლეს კი (რომელიც რომის მოქალაქე გახლდათ) თავი მოჰკვეთეს.

- მაშ, არ არსებობდა არავითარი წინაპირობა, რომ შეიძლებოდა, ჯვარი ოდესმე სათაყვანებელი საგანი გამხდარიყო?

- პირიქით, ძველ აღთქმაში ამის თაობაზე რამდენიმე მინიშნება გვხვდება. როცა მოსეს ებრაელები უდაბნოში მიჰყავდა, ისინი გველებმა დაკბინეს. მოსემ ღვთისგან ნიშანი მიიღო, ძელზე სპილენძის გველი აღემაღლებინა. ასეც მოიქცა და მოხდა სასწაული - ვინც ამ ძელს შეხედა, მსწრაფლ განიკურნა. ეს სწორედ ჯვარზე მინიშნება იყო და წინასახე იმისა, რომ მისი მეშვეობით პირველი გველის შხამით დაგესლილი, მისი მაცდურობის გამო ედემიდან განდევნილი ადამიანი კვლავ სამოთხეში დაბრუნდებოდა. ამაზე მაცხოვარი თვითონაც მიანიშნებს, როცა ამბობს, როგორც მოსემ აღამაღლა ძელი, ისევე უნდა ამაღლდესო ძე კაცისა.

ამავე გზაზე მწყურვალი ებრაელები წყაროს წააწყდნენ, მაგრამ წყალი მეტისმეტად მლაშე აღმოჩნდა. მაშინ მოსემ თავისი ძელი წყალში ჩადო და წყარო სასმელად ვარგისი გახდა. ესეც მესიის მიერ ცოდვათა სიმწარის ძელით ანუ ჯვრით დატკბობას მოასწავებდა.

პატრიარქმა იაკობმა იოსების შვილების ეფრემისა და მანასეს დალოცვა გადაწყვიტა. მან ყრმებს ჯვრის სახით დაადო ხელები და ასე აკურთხა, ნიშნად კაცობრიობის ჯვრისმიერი კურთხევისა.

როგორც ვიცით, იონა წინასწარმეტყველმა სამი დღე ვეშაპის მუცელში დაყო. აქ მან ლოცვის დროს ხელები ჯვრის სახით განიპყრო, რის შემდეგაც მოხდა კიდეც მისი გათავისუფლება. ესეც ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის სამი დღით ჯოჯოხეთს შთასვლისა და მის მიერ ცოდვათა ჯვრით შემუსვრის ნიშანი იყო.

- რას წარმოადგენს თვითონ ჯვარი, როგორია მისი სიმბოლური დატვირთვა?

- როგორია ჯვარი გარეგნულად, ყველამ იცის. ეს გახლავთ ორი - ვერტიკალური და ჰორიზონტალური - ხაზის გადაკვეთა. ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. მაცხოვარი ამბობს, რომ არსებობს ორი უდიდესი მცნება, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას - სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა მთელი სულით, გულითა და გონებით. ვერტიკალური ხაზი - ღმერთსა და ადამიანს შორის, ჰორიზონტალური კი - ადამიანთა შორის სიყვარულის სიმბოლოა. ეს არის მიწიერის და ზეციურის შეერთება, ის, რაც აღასრულა უფალმა ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად ადამიანურის მიღებით.

- ამგვარად, ჯვარი ქრისტიანის ცხოვრების აზრს გამოსახავს?

- დიახ, ასეა, რადგან სწორედ უფლის ჯვარცმა და აღდგომა იყო არსი მთელი კაცობრიობის ცხოვრებისა.

- რა მნიშვნელობა ჰქონდა ჯვარცმას?

- ჯვარცმის მნიშვნელობა უდიდესია. ადამის დაცემის შემდეგ ღმერთსა და ჩვენს შორის ცოდვის კედელი იყო აღმართული, რაც ჩვენს სულებს ღვთაებრივ მადლს აშორებდა. უფლის აღთქმისაებრ, ადამი და ევა ელოდნენ მესიას, მხსნელს, მას, ვინც ადამიანის მოდგმას ამ მდგომარეობიდან გაათავისუფლებდა. მთელი ძველი აღთქმა მხსნელის მოლოდინი, მესიასთან შესახვედრად მზადება გახლდათ. აბრაამის წარმართთაგან გამორჩევა და უფლის მიერ მისთვის და მთელი კაცობრიობისთვის მესიის მოვლინების აღთქმა, ისააკის თავისივე ნებით მსხვერპლად მიყვანა, ცხვრის შეწირვის ტრადიცია, იოსების მძიმე ცხოვრება, ძმების შური, გაყიდვა, ცილისწამება და შემდგომ ამაღლება, ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანას მოევლინებოდა მხსნელი, რომელიც მოყვასთა შურის გამო, მათი ცილისწამებით, თავისივე ნებით მივიდოდა სამსხვერპლოზე და იქ, როგორც კრავი, შეიწირებოდა, - "ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარა, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისხველისა თვისისა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა, სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიიღო", - ამბობს ესაია, - შემდეგ კი აღდგებოდა და თავისი გამარჯვებით კაცთაც ზეცამდე აღამაღლებდა.

- რისთვის ან რატომ გახდა საჭირო ჯვარცმა?

- ცოდვამ სიკვდილი, ხრწნილება წარმოშვა. საჭირო იყო ამ სიკვდილის დამარცხება. ქრისტემ "თვინიერ ცოდვისა" მიიღო ადამიანური ბუნება, თავად იტვირთა, რაც ამ ბუნებაზე სასჯელი და წყევა იყო და თავისივე სიკვდილით შეძლო ამ წყევის, რისხვის განქარვება. ვერც ერთ რელიგიაში ვერ შეხვდებით ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "სიკვილითა სიკვდილისა დამთრგუნველი". ქრისტემ სიკვდილით სწორედ სიკვდილი დაამარცხა. სიკვდილი, როცა მას შეეხო, თვითონვე განიგმირა. ის იყო პირველი კაცი, პირველი ადამიანი, ვინც სამოთხეში შევიდა. უფალმა თვითონვე გაიარა და დასაბამი დაუდო იმ გზას, რომლისკენაც მოგვიწოდებს. ის ამბობს: "მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება". სწორედ ამ გზის გავლით შეგვიძლია ცათა სასუფეველში დამკვიდრება და ამ გზაზე სიარულის ყველაზე ნათელ მაგალითს მაცხოვარი წარმოადგენს. მაცხოვარმა თავისი ჯვარცმითა და აღდგომით მოგვცა შანსი ცხოვნებისა. სასუფეველი ადამიანებს "მემკვიდრეობით", თავისთავად კი აღარ ეძლევათ, როგორც დაცემამდე, არამედ საკუთარი შრომის, ღვაწლის ფასად. უფალმა თვით ცხოვნების საქმეშიც არ შეზღუდა ადამიანის თავისუფალი ნება და მას არჩევანი დაუტოვა.

თუ ადამი ჯვარცმამდე ჯოჯოხეთშია, ჯვარცმის შემდეგ ავაზაკია სამოთხეში. სწორედ ამიტომ არის ჯვარი სათაყვანებელი. ის გახლავთ იარაღი, რომლის საშუალებითაც ჯოჯოხეთისგან დავიხსენით.

- ჯვრით მოხდა პირველქმნილი ცოდვის გამოსყიდვაც...

- დიახ, თუ კაცთა დაცემის მიზეზად ხე იქცა, ხევე (ჯვარი, რომელზეც ქრისტე გააკრეს, ხისა იყო) გახდა მიზეზი მათი აღდგომისაც.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ადამი ჩვენი მხოლოდ შორეული წინაპარი იყო და მისი შეცოდება მხოლოდ მას ეხებოდა. არა, ადამში ყველამ შევცოდეთ და, შესაბამისად, ქრისტეშიც ყველა განვახლდით, განვიწმინდეთ და დავიხსენით.

- ამიტომაა, რომ ეშმაკებს განსაკუთრებით ჯვრისა ეშინიათ?

- დიახ, ჯვარცმით ეშმაკმა ადამიანზე ძალაუფლება დაკარგა. წმიდა მამათა ცხოვრებაც მრავალ ისეთ შემთხვევაზე მოგვითხრობს, როცა ეშმაკები ჯვრის სახით განუდევნიათ.

- ადამიანთა მიერ ჯვრის ტვირთვაზე რას იტყვით?

- ჯვრის ტვირთვა (რა თქმა უნდა, უხილავ ჯვარს ვგულისხმობთ) ქრისტიანის ცხოვრების აზრია. ეს ჯვარი არის საკუთარ ცოდვასთან, ნაკლოვანებასთან, დაცემულობასთან ბრძოლა, ტვირთვა და აღსრულება უფლის მცნებებისა, საკუთარი თავის იძულება, ცოდვილი ნება და სურვილები დათრგუნო და საკუთარ თავში ღვთის სათნოებანი დაამკვიდრო. ეს არის ის სირთულენი და მწუხარებანი, რომელთაც ცხოვრებაში ვხვდებით და რომელნიც მადლობით უნდა დავითმინოთ. წმიდა თეოფანე დაყუდებული ქრისტიანის სამ ჯვარს აღწერს. პირველი ჯვარი ცხოვრებისეული უბედურებებია, მეორე - შინაგან ვნებებთან ბრძოლა, მესამე კი საკუთარი ნების უარყოფა და ღვთის ნებისადმი მორჩილება. თუ ქრისტესთან ერთობა გვსურს, თუ გვსურს, უფლის თანაზიარნი ვიყოთ აღდგომაში, თანაზიარნი უნდა ვიყოთ ჯვარცმაშიც, ვინაიდან გოლგოთის გარეშე აღდგომა არ არსებობს. ასეთ განსაცდელთა დროს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რამოდენა მსხვერპლი გაიღო უფალმა ჩვენი გულისთვის, როგორ ეწამა და ევნო. ეს საკუთარ მწუხარებას მადლობით დაგვათმენინებს.

ეს უხილავი ჯვარი ორგვარად შეგვიძლია გამოვიყენოთ - სასჯელად და საკურნებლად. ჯვრის ტვირთვა კი არ არის მაცხოვნებელი, არამედ მისი ღვთივსათნოდ გამოყენება. გახსოვთ - ქრისტეს გვერდით ორი ავაზაკი აწამეს. ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ერთ-ერთმა მაცხოვარს ყვედრება დაუწყო, მეორემ კი შეინანა, რის გამოც გახდა პირველი ადამიანი, რომელიც იესომ სამოთხეში შეიყვანა. თუ ყველაფერს მშვიდობით აღვასრულებთ, მაშინ "ქრისტეს თანა ჯვარცმულები" მასთან ერთად აღდგომის ღირსნიც გავხდებით.

- სად იყო აღდგომის შემდეგ უფლის ჯვარი?

- ებრაელნი ყოველმხრივ ცდილობდნენ მის დამალვას. ამ მიზნით მათ ჯვარცმის ადგილას ნაგავსაყრელი მოაწყვეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა იმპერატორმა წარმართული ღვთაების ვენერას ტაძარი ააგო. ამიტომ ჯვრის ადგილსამყოფელი კარგა ხანს არავინ იცოდა. IV საუკუნეში კი პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა წმიდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმიდა ელენემ, ჯვრის მოძიება გადაწყვიტეს. ამ მიზნით წმიდა ელენე იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ძიების შემდეგ იპოვა ის ადგილი, სადაც ჯვარი იყო დამარხული. მაცხოვრის ჯვართან ერთად იქ ნახეს ის ჯვრებიც, რომლებზეც ავაზაკები აცვეს და რათა გაერკვიათ, ქრისტესი რომელი იყო, სამივე სათითაოდ შეახეს მიცვალებულს. ერთ-ერთი მათგანის შეხებისას მკვდარი გაცოცხლდა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ სწორედ ამ ჯვარზე აღესრულა ქრისტე. ხალხმა ის ზეცად აღამაღლა და პატივი მიაგო. ამჟამად ის დანაწევრებულია და მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ხატშია ჩატანებული.

- ქრისტიანები ამ შემთხვევამდეც განადიდებდნენ ჯვარს?

- რა თქმა უნდა, ჯვარს მანამდეც სცემდნენ თაყვანს. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ქანდაკებებიც, რომლებიც ქრისტიანთა მიერ ჯვრის თაყვანისცემას ასახავს. არსებობს ცნობები, რომ პირველ ქრისტიანებს რომაელები დასცინოდნენ, რადგან ისინი ჯვარს, ურწმუნოთათვის სამარცხვინო ნივთს, სცემდნენ თაყვანს. გარდა ამისა, ჯვარს ძალიან ხშირად ახსენებენ თავიანთ ნაწერებში ძველი აპოლოგეტები. ეს ფაქტები ნათელს ხდის, რომ არგუმენტები, რომლებსაც სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები ჯვრის თაყვანისცემის წინააღმდეგ იშველიებენ (აქაოდა, ძველად ქრისტიანები ჯვარს არ განადიდებდნენ და ეს მხოლოდ ჩვენი უმეცრების ნაყოფიაო), სავსებით უსაფუძვლოა.

- ჯვრის ტარება ყოველთვის აუცილებელია?

- დიახ. მისი მოხსნა არც ბანაობის დროს შეიძლება, არც სხვა შემთხვევაში. ის ყველა ხილული და უხილავი მტრისგან გვიცავს. ამ ბოლო დროს ჯვარს სამკაულად იყენებენ და ხშირად, იმის გამო, რომ ტანსაცმელს "არ უხდება", იხსნიან კიდეც. ეს, რა თქმა უნდა, უგუნურებაა. ჯვარი სამკაული კი არა, ქრისტიანობის ნიშანია.

- ამ ბოლო დროს ჯვრებს სხვადასხვა საგანზეც გამოსახავენ: საყურეზე, ტანსაცმელზე, საკანცელარიო საქონელზე...

- ესეც უმართებულო საქციელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჯვარი სამკაული არ არის. მისით ადამიანმა თავი არ უნდა მოიწონოს. ასეთი ქმედებით ჩვენ ჯვრისადმი უპატივცემულობას გამოვხატავთ და მის წმინდა ხატებას შეურაცხვყოფთ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:
19.12.2022
გვესაუბრება წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იაკობ მუჯირი
02.10.2022
არქიმანდრიტი გიორგი (გურჩიანი):
-თითოეულ ადამიანს აქვს სურვილი, ღმერთი ადიდოს,
02.10.2022
გვესაუბრება ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):
29.09.2022
გვესაუბრება დეკანოზი ზაქარია (ჩიხრაძე):

-ჯვარი მოთმინებას ნიშნავს და ჯვრით აღჭურვილებს
29.09.2022
გვესაუბრება დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი ხანთაძე:
-ქრისტეს ეკლესიაში სუფევს ღვთის მადლი.
21.09.2022
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):

- ჩვენს თანამედროვეობაში,
21.09.2022
არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი):

-ერთხელ კორესპოდენტმა მოსკოვში ყოფნის დროს მკითხა,
21.05.2022
ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
22.04.2022

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში ქრისტიანების პირველი დიდი დევნა ნერონის დროს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler