ბავშვობა


კურტის ოჯახი არც ისე შეძლებული იყო, მაგრამ მის ბავშვობას ბედნიერიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი განსაკუთრებით მიწებებული იყო დედიკოზე და ეს იდილია ვერც კიმმა დაარღვია - კურტის სამი წლით უმცროსმა დაიკომ. 

კურტმა ორი წლის ასაკიდან დაიწყო მუსიკალური მონაცემების გამოვლენა.  შვიდი წლის ასაკში კურტი უსმენდა დეიდამისის მიერ ნაჩუქარ ფირფიტებს: ტჰე ბეატლეს და ტჰე მონკეეს. 



კურტი ზედმეტად აქტიური ბავშვი გახლდათ. იმდენად, რომ ექიმებთანაც კი დაყავდათ. “ჰიპერაქტიურობა” - ასე შეაფასეს მედიკებმა...... შვიდი წლის რომ იყო, მერი დეიდამ დიდი ბარაბანი აჩუქა, კურტმაც სწრაფად მიიმაგრა და დაიწყო ახლომახლო ქუჩების შემოვლა დოლის ბრახუნით და ბითლზის სიმღერების კივილით. “ჰიპერაქტიულობის” გარდა ჯანმრთელობის მხრივ სხვა პრობლემებიც ქონდა. მაგალითად, პატარაობიდან ქრონიკული ბრონქიტი სტანჯავდა...


აღსანიშნავია, რომ ბავშვობიდანვე არ უყვარდა პოლიციელები. სულ რაღაც სამი წლის ასაკში მათი დანახვისას არც თუ ისე სასიამოვნო ტექსტის მქონე სიმღერას იწყებდა, მოგვიანებით კი უკვე კოკა-კოლის დაჭეჭყილ ქილებს ესროდა წესრიგის დამცველთა მანქანებს. ამავე ასაკში კურტმა ოპერატიულად შეითვისა ესოდენ აუცილებელი ჟესტი - შუა თითის წინ წამოწევა.





მეორე კლასში იყო კურტი, როცა ნათელი გახდა - მაგრად ხატავდა. თუმცა თვითონ ვერაფერს ხედავდა თავის ნახატებში მოსაწონს.  ვენდი იხსენებს: “მისი დამოკიდებულება უფროსებთან სწორედ ამის გამო შეიცვალა. ყველა ეუბნებოდა, რომ მოსწონდა მისი ნამუშევარი, ის კი მუდამ უკმაყოფილო იყო”




მესამე კლასელ კურტს უკვე სურდა, რომ როკ-ვარსკვლავი გამხდარიყო. ყველგან და ყოველთვის თავის პატარა პლასტმასის გიტარაზე უკრავდა - ბითლზების მუსიკის ფონზე. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ, იგი გაიტაცა დიადმა ოცნებამ კასკადიორობაზე...


 ვენდი არც იმის უფლებას აძლევდა შვილებს, რომ საეჭვო ოჯახის მქონე თანატოლებთან ემეგობრათ. ძალიან მომწონს კურტის სიტყვები ამასთან დაკავშირებით, რომ როგორც შემდეგ მიხვდა, ეს ხალხი იყო “გაცილებით უფრო მაგარი ტიპები - ვიდრე მაღალი კლასის წარმომადგენელი ბავშვები - უფრო მიწიურები, უფრო ჭუჭყიანები”. 
მესამე კლაში რომ გადავიდა, დასარტყამი ინსტრუმენტების გაკვეთილებზე დაიწყო სიარული. “მინდოდა, რინგო სტარი ვყოფილიყავი. ისე ლენონი უფრო მომწონდა - ოღონდ ლენონი “უდარნიკებზე”-იხსენებს მოგვიანებით კურტი. ერთი პერიოდი სკოლის გუნდშიც უკრავდა, მაგრამ ნოტებს ვერაფრით ვერ სწავლობდა. ელოდებოდა, სანამ მის წინ მჯდომი ბიჭი მთელ სიმღერას შეისწავლიდა და მერე მისი მიბაძვით მოქმედებდა......





1974 წელს შვიდიოდე წლის კურტმა დედას სთხოვა, მისთვის საშობაოდ ხუთ დოლარად ღირებული სათამაშო პისტოლეტი ეჩუქებინა და გააფრთხილა, რომ სხვა საჩუქარს კატეგორიულად არ მიიღებდა. ეგებ მაშინ იგრძნო პირველად ვენდიმ, რამდენად პრობლემური შვილი ეზრდებოდა...

უღრუბლო ბავშვობის ხანა 1975 წელს დასრულდა, როდესაც კურტის მშობლები განქორწინდნენ. ვენდის და დონალდს პრობლემები ქონდათ: ქმარი ძირითადად დროს ბეისბოლსა და კალათბურთს უთმობდა, ცოლი კი დარწმუნებული არ იყო, ოდესმე მაინც თუ უყვარდა ეს კაცი.

ახლა ორივე აღიარებს, რომ ერთმანეთთან ბრძოლაში ხშირად ბავშვებსაც იყენებდნენ




როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ამ მოვლენის შემდეგ კურტი რადიკალურად შეიცვალა - მოღუშული, ბოროტი და დამცინავი გახდა. თავისი ოთახის კედლები შემდეგი წარწერით მორთო: “მე მეზიზღება დედა, მეზიზღება მამა, მამას ეზიზღება დედა, დედას ეზიზღება მამა. არის ამაში რაღაც სადარდებელი”. წარწერის ქვევით კი ტვინი მიახატა - უზარმაზარი კითხვის ნიშნით. ეს ნახატი დღემდე შემორჩა, ისევე, როგორც ლედ ზეპპელინ-ის და ირონ მაიდენ-ის ლოგოტიპები. კურტი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი ცხოვრებიდან თითქოს ნათელი გაქრა, რომელიც შემდგომში ვეღარაფრით დაიბრუნა: “მახსოვს, უეცრად სულ სხვა ადამიანად ვიქეცი. ვგრძნობდი, რომ აღარ შემეძლო სხვა ბავშვებთან ურთიერთობა, რადგან მათ მშობლები ყავდათ, მე კი - არა. ძალიან ვბრაზობდი მშობლებზე, რომ ვერ შეძლეს, თავიანთ პრობლემებს გამკლავებოდნენ. მთელი ბავშვობა მათი გაყრის შემდეგ საკუთარი დედ-მამის მრცხვენოდა...”





მშობლების გაყრის სემდეგ გარკველი პერიოდი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეეგუა ვენდის ახალ “მეგობარს”, რომელიც მართლაც პარანოიდული შიზოფრენიით იყო დაავადებული. გართულებების თავიდან აცილების მიზნით დედამ მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად. დონალდსაც ახალი ოჯახი ყავდა - ცოლი და ორი გერი, რომელთაც კურტი პირდაპირ ვერ იტანდა.


ამავე პერიოდში კურტს საშუალება მიეცა, ტჰე ბეატლეს-ა და ტჰე მონკეეს-გან განსხვავებული მუსიკა მოესმინა. კერძოდ, ისეთი როკ-ჯგუფების ალბომები დაითრია, როგორიც გახლავთ ლედ ზეპპელინ, აეროსმიტჰ, ბლაცკ საბატჰ და კისს. 

მალე დონს მოთმინების ფიალა აევსო და კურტმაც წანწალი დაიწყო აბერდინსა და მონტესანოს შორის - ცხოვრობდა ხან დეიდა-ბიძიებთან, ხან მამამისის მშობლებთან.

1 comment:

  1. არც თუ ისე გადასარევი ბავშვობა))

    ReplyDelete