ყველაზე ლამაზი ტრაკი მსოფლიოში

Posted 2:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი - Lord Vader

Bookmark and Share
 

ორიოდ დღის წინ ყოვლისმცოდნე “გუგლმა” ჩემს ბლოგზე “ტრაკის” მძებნელი ადამიანი შემოიყვანა. არ ვიცი, იპოვნა თუ არა მან რასაც ეძებდა, თუ “გუგლის” აფერისტობის მორიგი მსხვერპლი გახდა. ყოველ შემთხვავაში, ბლოგინგის მეორე კანონის თანახმად, ახლა ამ უცნობი მკითხველის ინტერესი უნდა დავაკმაყოფილო.

ისმინე, ტრაკის მძებნელო…

 

მიუნხენი (სხვათა შორის, უფრო ზუსტია მ(ი)უნჩენი) რა ხანია საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც ლუდის ფესტივალის დედაქალაქი, მაგრამ 2007 წელს ის, აგრეთვე, ტრაკების ფესტივალის დედაქალაქად იქცა – გერმანულმა თეთრეულის მწარმოებელმა კომპანიამ Sloggi (Triumph International AG) სწორედ მიუნხენი აირჩია დედამიწის ყველაზე ლამაზი ტრაკის გამოსავლენი პირველი კონკურსის ჩასატარებლად დევიზით: “დამანახე შენი სლოგი” (“Show Me Your Sloggi”)

42 ულამაზესი ტრაკის მფლობელი ფინალისტი მსოფლიოს  26 ქვეყნიდან ბავარიის ულამაზეს დედაქალაქში შეიკრიბა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა. ჟიურის თავმჯდომარის რეი ქოქსის აზრით, ყველაზე ლამაზი ტრაკის კონკურსი, სილამაზის სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, ყველაზე ობიექტურია. აქ ჩაწყობა და მაიმუნობა გამორიცხულია. ყველაფერი, როგორც იტყვიან, სახეზეა… თუმცა, ისა, სახეზე როგორ იქნება… ყველაფერი ტრაკზეა მოკლედ და ჟიურის ვერდიქტიც სამართლიანია. (Reuters video).

Kristina Dimitrova პირველი ისტორიული კონკურსის გამარჯვებული ქალებს შორის ბულგარელი კრისტინა დიმიტროვა გახდა, რომელმაც ესპანელ მარია გონზალესსა და პორტუგალიელ მარტა მორეირას აჯობა. მამაკაცებს შრის კი გამარჯვება რუმინელ ანდრეი ანდრეის ერგო.

  • ლათინთა ტრაკების მოყვარულნო, Melanie Nunesგამაგრდით! საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ყველაზე ლამაზი ტრაკები ლათინურ ამერიკაშია, კვლავ ძალაშია, თუნდაც იმიტომ, რომ  მომდევნო წლის პაექრობის დროს აღმოსავლეთ ევროპული ტრაკების ტრიუმფს ბრაზილიელმა მელანი ნუნიესმა მოუღო ბოლო. სხვათა შორის, მეორე კონკურსის დასკვნით ეტაპს პარიზმა უმასპინძლა.

Kristina Dimitrova2 მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ტრაკის მფლობელებს ჯილდოდ 10’000 ევრო და კომპანიასთან 1 წლიანი სარეკლამო კონტრაქტი გადაეცათ. ამასთან, მათი ტრაკები გერმანულ სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ დააზღვია.

ცუდი პირობები არაა, რას იტყვით?

ჰოდა, ვისაც მომავალ შეჯიბრებებში მონაწილეობა სურს და საკუთარ ტრაკში დარწმუნებულია, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლია ქ-ნ ანე რააბს მიმართოს:

Anne Raab

Marsstraße 40
80335 München

Telephone:
089 / 51 11-8218

anne.raab@triumph.com

P.S.

ქალბატონება შეგიძლიათ საკონკუროს ფოტოები მეც გამომიგზავნოთ. სიამოვნებით გამოვაქვეყნებ. ყველა ეროვნული საქმის მხარდამჭერი ვარ! :)

P.P.S.
Google Search Sentence Database.
Number of Times Each Word Was Used
word: traki – counted: 13

წყარო

http://lifestylebox.wordpress.com/



0 comment(s) to... “ყველაზე ლამაზი ტრაკი მსოფლიოში”