Monday, June 18, 2018

ლაბრადორი

რატომ უნდა ავირჩიოთ მეგობრად ლაბრადორ რეტრივერი? იმიტომ რომ  ლაბრადორი ძაღლია, რომელიც არ იღლება თამაშით. შეუძლია მთელი დღე ბავშვებთან სირბილში და მაიმუნობაში გაატაროს და მისი და ბავშვის ურთიერთობა უსაფრთხოა.

     ველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, 1991 წლიდან. ლაბრადორის ჯიშის ძაღლი მიიჩნევა ყველაზე თბილ,და მოსიყვარულე ძაღლად.ლაბრადორები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ შეფასებას, რადგან მათ აქტიურად ასაქმებენ უსინათლოთა კომპანიონებად და უდაოდ იდეალურები არიან ბავშვებთან. 
       სწორედ ამ ჯიშს ეძღვნება ეს სტატია და მოდით ერთად გავიგოთ მეტი ლაბრადორების შესახებ!


     ძაღლის ჯიში:                                  ლაბრადორ რეტრივერი
წარმომავლობა:                             კანადა
ფერი:                                               შავი, შოკოლადისფერი ან ყვითელი
ბეწვის ტიპი:                                    გლუვი, მოკლე, ხშირი და სწორი
სიმაღლე:                                         ხვადი –  56 – 63 სმ;  ძუ – 54 – 60 სმ
წონა:                                                ხვადი – 27 – 40 კგ;  ძუ – 27 – 35 კგ
ლეკვების რაოდენობა:                  5 – 10 ლეკვი (საშუალოდ 7 ლეკვი)
სიცოცხლის ხანგრძლივობა:        12 – 13 წელი 
    

ლაბრადორის წარმოშობის ისტორია

მისი წინაპარი კუნძული ნიუფაუნდლენდიდანაა. ლაბრადორ რეტრივერი გამოიყვანეს სენტ ჯონსის წყლის ძაღლისგან. სენტ ჯონსის ძაღლის წინაპარი უცნობია, თუმცა მეტად სავარაუდოა, რომ ის ინგლისური, ირლანდიური და პორტუგალიური სამუშაო ჯიშების შემთხვევითი შეჯვარების გზით მიღებული ძაღლი გახლდათ. ნიუფაუნდლენდი შესაძლოა სენტ ჯონსის ძაღლის მასტიფებთან შეჯვარების შედეგადაა გამოყვანილი, მასტიფები კი მე-16 საუკუნიდან პორტუგალიელ მეთევზეებს ჩაჰყავდათ კუნძულზე. უფრო პატარა ზომის, დაბალბეწვიან სენტ ჯონსის ძაღლს იყენებდნენ ნანადირევის მოსატანად და წყლიდან ბადის ამოსაღებად და სწორედ ისინი  იყვნენ ლაბრადორ რეტრივერის წინაპრები. სენტ ჯონსის ძაღლისათვის დამახასიათებელი ნიშნები: თეთრი გულმკერდი, თათები, ნიკაპი და დრუნჩი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაჩნდა თანამედროვე ლაბრადორის შერეულ ჯიშებში და უშუალოდ ლაბრადორებში დროგამოშვებით ვლინდება გულმკერდზე პატარა, თეთრი ლაქისა  ან  თეთრი თმის სახით თათებსა და დრუნჩზე.

ლაბრადორის ზოგადი დახასიათება

ლაბრადორ რეტრივერი საკმაოდ მოსიყვარულე და ენერგიული ძაღლია. იშვიათად თუ შეგვხვდება აგრესიული ლაბრადორი, ამ შემთხვევაში მიზეზი ან წინაპრების გენეტიკაში უნდა ვეძიოთ ან პატრონის კინოლოგიურ უნარებში. აღზრის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შესაძლოა ყველაზე, ერთი შეხედვით, უწყინარი ძაღლიც კი აგრესიულად აქციოს. ზომით დიდები არიან და არაა რეკომენდირებული ბინის პირობებში მათი გაჩერება, მაგრამ თუ დღეში შეძლებთ 2-3 საათი ასეირნოთ პრობლემა არ შეგექმნებათ. მოზღვავებული ენერგია იწვევს სწორედ იმ პრობლემებს, რომლებზეც ძაღლების პატრონები გამუდმებით ჩივიან.
ბეწვის ცვენას რაც შეეხება, სავარცხელი ლეკვთან ერთად შეიძინეთ, რადგან მიუხედავად მოკლე საფარველისა, ლაბრადორ რეტრივერს ბეწვი ძალიან ცვივა. მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ. აუცილებლად დაიცავით ვეტერინარის მიერ დანიშნული კვების რაციონი, რადგან ზედმეტი წონა, როგორც ადამიანებისთვისაა საზიანო, არც ძაღლებისთვის მოაქვს არანაირი სარგებელი.
ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მარტივად მოიძიეთ მეტი ინფორმაცია იმ ჯიშზე, რომლის შეძენასაც გეგმავთ და გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინარებსა და კინოლოგებთან. ძაღლისთვის ოჯახის ჩუქება ძალიან დიდი ბედნიერება და უფრო მეტი პასუხისმგებლობაა. თუ არ ხართ მზად ამისთვის ჯობია, ცოტა მოიცადოთ. თუკი მაინც გადაწყვეტთ ლაბრადორის ლეკვის შეძენას წინ ძალიან საინტერესო და აქტიური ცხოვრება გელით…