აცანა

სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (აცანა, ტელმანი). მდებარეობსგურიის ქედისსამხრეთით, მდინარე აცაურას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 150 მ., ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთინასაკირალის საავტომობილო გზა. სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი, კულტურის სახლი

სახელწოდება აცანა არის ლაზურ-ჭანური წარმოშობის, აცანა მოიხსენიება ანტიკური ხანიდან. სოფელში შემორჩენილია უძველესი სპორტული ინვენტარი — საჯილდაო ქვა — რომელიც სოფლის განაპირას თინა გუგუშვილის ეზოში ინახებოდა. სოფელში განვითარებული იყო მექვევრეობა. ცხოვრობდნენ აზნაური ტუსკიები.

1850-იან წლებში შემოდგომაზე იმართებოდა ერთკვირიანი ბაზრობა.[2]1883 წელს სოფელში გახსნილი იყო სკოლა. 1914 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა. კოლმეურნეობის წამყვანი კულტურა იყო ჩაი, ასევე გაშენებული იყო სიმინდიტუნგიციტრუსი.

სოფელში იდგა შუა საუკუნეების მონასტერი „ოქონის მონასტერი”, ეკლესია და გალავანი. მონასტერი XIX საუკუნეში მიტოვებული იყო. 2000-იან წლებამდე შემორჩენილი იყო გალავნის მცირე ნაშთი. ამჟამად მის ადგლზე აშენებულია ახალი ტაძარი.

სოფელში იდგა ხის გუმბათიანი მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში იყო აშენებული, თუმცა დღემდე არ შემორჩენილა.

მამათისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე აცაურას მარჯვენა შენაკადზე არის საქვიხიას ჩანჩქერი.

 

Share:

კომენტარის დატოვება