Saturday 10 May 2014

პროექტი


პროექტის სახელწოდება:    პარალელური გადატანა და ორნამენტები


პროექტის მთავარი იდეა: პარალელური გადატანის და ორნამენტების  მაგალითების განხილვა მათემატიკისა და ხელოვნების ნიმუშებზე. მოსწავლეებს  ვასწავლოთ ფიგურათა პარალელური გადატანა და მისი გამოყენება ორნამენტის შექმნისას
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეს განუვითაროთ ორნამენტის ძირითადი პრინციპებე კომპოზიციის შექმნისას, შესაბამისად ანალიზი და მიკუთვნების ცნება.
პროექტის მიზნები: 1. პარალელური გადატანის ცნება, მისი გამოყენება და უნარი ორნამენტის შექმნისას;  2. მოსწავლე გაეცნოს ქართული ხელოვნების   ორნამენტების ნიმუშებს, შეძლოს მასზე ინფორმაციის  მოძიება, მცირე კვლევის ჩატარება
მონაწილეთა ასაკი: მე-6 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
1.ს.გ.VI.1- ქმნის რთულ ორნამენტის ფორმებს, ხაზების, მონასმების გამეორებით
2.ს.გ.VI.7- საუბრობს ნაწარმოების შინაარსზე
3. მათ. VI.8 - მოსწავლე ახდენს მოცემული ბრტყელი ფიგურის პარალელურ გადატანას, ისე, რომ მისი მითითებული წერტილი გადაყავს სიბრტყის მითითებულ წერტილში
4. მათ. VI.9- აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სლაიდ-შოუ ,,ორნამენტები"
მ.მაჭარაშვილ, ნ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა ,,ხელოვნება, VI კლ"
თ. ბექაური, ა. საგინაშვილი ,,მათემატიკა, VI კლ"
თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავი, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, კომპიუტერი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
1. წინარე ცოდნის შემოწმება: ასოციაციური რუკა სიტყვაზე ,,სიმეტრია"
2. მინი–ლექცია ,,პარალელური გადატანა" (მატემატიკის მასავლებელი)
3. პრაქტიკული სამუშაო ინდივიდუალურად ,,ბადეში გეომეტრიული ფიგურების პარალელური გადატანა უჯრების დათვლით"
4. საუბარი პარალელური ხაზებით რითმის შექმნაზე და შესაბამისად ორნამენტის შედგენაზე ( ხელოვნების მასწავლებელი)
5. ჯგუფური მუშაობა: ორნამენტის შედგენა აპლიკაციით, ფერადი ფანქრებით, ფლომასტერებით, ქსოვით, შაბლონის გამოყენებით.
6. მასწავლებლის მიერ მომზადებული ინფორმაცია ორნამენტების შესახებ სლაიდ–შოუს სახით.
7. საშინაო დავალება:
1) მატემატიკის სახელმძღვანელოდან გვ. 99    სავარჯიშოები #2, 3, 4, 5.
2) მოიძიონ ინტერნეტში და თემში ორნამენტების ნიმუშები და წარადგინონ პეზენტაციის სახით მოძიებული ინფორმაცია

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:: მატემატიკა და ხელოვნება
პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა ჯოპუა, მედიკო ფარცვანია
ელ.ფოსტა: leilajopua@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: leilajopua53.blogspot.com