Monday, January 8, 2018

ამხელაზე მიყვარხარ



ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ახლახანს ვიღაცამ ჩემგან გააზიარა და უცებ გამახსენდა, ეს ფოტო თავისი პატარა ისტორიით. მახსოსვს ერთმა პატარა ბიჭმა მაჩუქა, მას კი ერთმა პატარა გოგომ აჩუქა, ბიჭი ძალიან განიცდიდა იმ პატარა გოგონასთან განშორებას, თანაგრძნობისთვის სიტყვები არ მყოფნიდა ამიტომ ამ ფოტოს წარწერა შევუცვალე, ქართულად დავაწერე ადრე ინგლისური ასოებით ეწერა, ვთხოვე ისე უბრალოდ გაეგზავნა იმ გოგონასთვის. გოგონამ ფოტო სიხარულით მიიღო, მე კი მათზე მეტად მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი, მხოლოდ ეს მახსოსვს ამ პატარა ისტორიიდან, სამწუხაროდ ვერც იმ ბიჭს ვიხსენებ რომელია, შეიძლება აღარც მყავდეს მეგობრებში, არც ეგ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი და მახარებს, რომ სიხარული ერთი პატარა უბრალო წერტილია, რომელსაც შეუძლია უსაზღვრო ბედნიერება მოგიტანოს და ძალიან ადვილია, ძალიან მარტივი ამის გაკეთება. 
LEX. 2015 წლის 23 მაისი, შაბათი.
https://www.facebook.com/LexArtsStudio/photos/a.1706244729617817/1709120819330208/?type=3&theater

No comments:

Post a Comment