19 February, 2010

ციყვი


დღევანდელი დღე ძალიან სასაცილოდ დაიწყო. ტრადიციულად გიო ბაღში ავიყვანე და ასევე სრულიად ტრადიციულად დავდექი სამარშრუტო ტაქსის მოლოდინში. ეს მოლოდინი "მამა დავითის" ასახვევშია და სწორედ ამიტომ ავხედე ეკლესიას, გაფიქრებით კი დაახლოებით ასეთი რამ გავიფიქრე: "ღმერთო, რამდენი იმედით მქონდა გული სავსე , როცა სწორედ ამ ეკლესიაში დავიწერე ჯვარი და როცა ასეთი კარგი ამინდია, გაზაფხული ახლოვდება და ადამიანს სიცოცხლე უხარია, რატომ უნდა ვიდგე მე ასეთი იმედგაცრუებულითქო". ამის გაფიქრება იყო და ასახვევთან გაბმულ კაბელებზე ძალიან საყვარელი და ფუმფულაკუდიანი ციყვი გამოცუნცულდა. წარმოგიდგენიათ? ღმერთმა – რა დროს შენს ოჯახურ პრობლემებზე წუწუნია, როცა ციყვების სეირნობის დროაო, ცოტა მეტი იუმორით უნდა შეხედო სამყაროსო. ციყვმა კაბელზე სიარულით გადმოჭრა ქუჩა და ახლა ჩემს თავზე გაბმულ კაბელებზე გადმოვიდა, ისიც კი გავიფიქრე, ვაიმე, თავში არ დამეცესთქო :) ძალიან ვინანე, ფოტოაპარატი რომ არ მქონდა, თუმცა ციყვის სეირნობამ მაინც შედეგიანად ჩაიარა, განწყობა ნამდვილად ძალიან გამომიკეთდა.

No comments:

Post a Comment