Wednesday 23 March 2016

პუდელი

პუდელი — ძაღლის ჯიში, რომლის ზუსტი წარმომავლობა დღემდე უცნობია. ნაწილი თვლის, რომ ის საფრანგეთში წარმოიშვა, მეორე ნაწილის აზრით, პუდელის სამშობლოგერმანიაა. არსებობს ვერსია, რომ მისი წინაპრები მონადირე ძაღლები იყვნენ.
პუდელი არის პატარა ტანის ძაღლი დახვეული ბეწვით. შეფერილობა შავი, თეთრი, ყავისფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერია.
პუდელი არის მხიარული, ჭკვიანი და მოძრავი ძაღლი. უყვარს სეირნობა და თამაში. ადვილად ექვემდებარება წვრთნას. იგი არის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დეკორატიული ძაღლი.
მომ­ხიბ­ლავ თოი პუ­დელს მოს­წონს ახ­ლო­ბელ­თა წრე­ში ყოფ­ნა და იდე­ა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ო­ნია მო­ხუ­ცე­ბი­სა და ნაკ­ლე­ბად საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის – მათ­თვის , ვი­საც დრო აქვს, რომ ამ პა­წა­წი­ნა ჯამ­ბა­ზის ტა­კი­მას­ხა­რო­ბით გა­ერ­თოს. თოი პუ­დე­ლი იმ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პუ­დე­ლის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი­ა, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში იყე­ნებ­დნენ ნა­ნა­დი­რე­ვი ფრინ­ვე­ლის მო­სა­ტა­ნად. (იხ. გვ. 190). გარ­კვე­ულ დროს ამ სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბის ძაღ­ლით და­ინ­ტე­რეს­დნენ ცირ­კის მეს­ვე­უ­რე­ბი, რად­გან ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი იყო. მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი თოი პუ­დე­ლი ძალ­ზე გუ­ლის­ხმი­ე­რია და პატარა ზო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მის­გან ბრწყინ­ვა­ლე მო­და­რა­ჯე ძაღ­ლი დგე­ბა. ის უნ­და აბა­ნა­ოთ რე­გუ­ლა­რუ­ლად და გაკ­რი­ჭოთ ყო­ველ ექვს ან რვა კვი­რა­ში ერ­თხელ. ხში­რად შე­უ­მოწ­მეთ და გა­უ­სუფ­თა­ვეთ ყუ­რე­ბი, რომ გო­გირ­დი არ და­უგ­როვ­დეს ან ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას. ამო­ა­ჭე­რით ყუ­რის ღრუ­ში ამო­სუ­ლი თმაც. ძვე­ლად პუ­დელს ტან­ზე ბეწვს კრეჭ­დნენ, რომ ცურ­ვის დროს ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­ე­შა­ლა, სახ­სრებ­სა და კუდ­ზე კი უტო­ვებ­დნენ. ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ პატ­რონს ბატ­კა­ნი­ვით ერთ ზო­მა­ზე გაკ­რე­ჭი­ლი ძაღ­ლი ურ­ჩევ­ნი­ა. თოი პუ­დე­ლის კბი­ლებს ნა­დე­ბის­გან რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენდა.

1 comment: