суббота, 3 декабря 2011 г.

შემოდგომა–პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი

  1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა–პოეტი,მხატვარი,კომპოზიტორი
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:ლიტერატურულ,ფერწერულ და მუსიკალურ ნაწარმოებების ერთმანეთთანდაკავშირება,მათ შორის პარალელების გავლება.საკუთარი შემოქმედების,მოსაზრებათა დასაბუთებულად წარმოჩენის,პრაქტიკული და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების განვითარება. 
  3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს განუვითაროთ და გამოვუმუშაოთ ლიტერატურულ და ხელოვნების ნაწარმოებებზედაკვირვების მისი ანალიზის,დასაბუთებულად მსჯელობის უნარი,გაუღრმავოთ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ–ჩვევა./განუვითაროთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი./ჯგუფური მუშაობის და საპრეზენტაციო უნარერები./საუბრობს ნამუშევრებით აღძრულ შბთაბეჭდილებებზე./ცდილობს შეფასებას,რამდენად შეძლო ჩანაფიქრის გადმოცემა ნამუშევრებში.
  4. პროექტის მიზნები: 1.პოეტური ტექსტის აღქმა, წაკითხულის გააზრება. 2. გამომეტყველებითი კითხვის ჩვევების დაუფლება. 3. წაკითხულის დაკავშირება ილუსტრაციასთან,ლიტერატურულ და ფერწერულ ნაწარმოებებს შორისპარალელების გავლება. 3. ხელოვნების სხვადასხვა დარგის(ლიტერეტურის ფერწერის, მუსიკის ინტეგრირებული აღქმა).
  5. მონაწილეთა ასაკი:8–9–10  წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა:   ერთი თვე–  ნოემბერი.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  1. პეიზაჟების დახატვა  შემოდგომის თემაზე შექმნილი ლექსების, მუსიკალური ნაწარმოების მიხედვით.ან საკუთარი შთაბეჭდილებით. 2. შემოდგომის თემაზე შექმნილი  ლექსების, სიმღერების მოძებნა და შესწავლა. 3. ხელოვნების სახელმძღვანელოდან ჟურნალებიდან,ინტერნეტიდან ნახატების ფოტოების მოძიება შემოდგომის თემაზე. 4. ფოთლებისაგან ფერბ არიუმი, სხვადასხვა აპლიკაციების გაკეთება. 5.  აღნიშნულ თემაზე  შეგროვებული მასალებიდან  გამოფენის მოწყობა.  
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:1.  სახელმძღვანელო.2.წიგნები  . 3.ქაღალდი ,ფანქარი,საშლელი.4..  საღებავები(აკვარელი) გუაში, ფუნჯი 5 5.შემოდგომის ფოთლები  .6 . საილუსტრაციო მასალა–შემოდგომის თემაზე.   პეიზაჟის,შემოდგომისთემის ამსახველი ფოტომასალა .. 7. სტენდი.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები გაინაწილებენ ფუნქციებს ინტერესების მიხედვით.  ერთი  ჯგუფი–მოიძევს ლექსებს.  მეორე––სიმღერებს.მესამე––გააკეთებს ფერბარიუმს. მეოთხე––აპლიკაციებს ფერადი ფოთლებით. მეხუთე––მოიძევს პეიზაჟის  თემაზე შექმნილ ნახატებსა  და სურათებს.   გააკეთებენ ჩანახატებს შემოდგომის თემაზე.  შეგროვებულ  მასალებს შეკრიბავენ და მოაწყობენ გამოფენას სტენდზე  – "ჰოი, ჭრელო ფოთლებო,მართლა საოცრებო".    სურვილისამებრ მათ შეუძლიათ წაიკითხონ ლექსები, იმღერონ. სასურველია ჯგუფებმა გამოთქვან აზრი თავიანთი ნამუშევრების შესახებ .რა ჩანაფიქრი   ქონდათ? ვინ რა წვლილი  შეიტანა? შეძლენ  თუ არა ჩანაფიქრის განხორციელება.ეხმარაბოდნენ თუ არა ერთმანეთს, ავლენდნენ თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით რომ მათი ნამუშევრები თანატოლების მსჯელობის საგანი გახდება.
  10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ხელოვნება,მუსიკა.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარინა დიაკონიძე
  12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maiadiakonidze16@gmail.com
  13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maiadiakonidze16.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий