вторник, 26 июля 2011 г.

ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები


სასწავლო  პროექტი  მუსიკაში: ქართული ხალხური მუსიკალური საკრავები
პროექტის იდეა: პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეები გაეცნონ მუსიკალურ საკრავებს და მათი შექმნის ისტორიას;
 პროექტის აქტუალობა:         
ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ხალხურ მუსიკალურ საკრავებს და შეადარებენ მათ თანამედროვე მუსიკალურ საკრავებს.
    პროექტის მიზანი:
 მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ სურათები და მოკლე ცნობები რამდენიმე მუსიკალური საკრავისა და გააკეთონ პლაკატები
  მონაწილეთა ასაკი  
პროექტის მონაწილეები არიან მესამე კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა:
მათ  დავალების შესასრულებლად მიეცათ 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები
.ამ ხნის განმავლობაში მათ შეუძლიათ მათი დიზაინით დაამზადონ მუსიკალური საკრავები ან შეასრულონ ნახატები.
  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები   
პროექტის შესადგენად უნდა გამოიყენონ სათანადო ლიტერატურა,რომელსაც მასწავლებელი მიუთითებს, ინტერნეტი და აუდიო ან ვიდეომასალა.
  პროექტის მსვლელობა:
 საპროექტო ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად კლასი უნდა გავყოთ  2  ჯგუფად  და
დავნიშნოთ ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში გაანაწილებენ
დავალებებს. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოყენებულ მუსიკალურ საკრავებზე, მეორე ჯგუფი მოიძიებს მათი შექმნის ისტორიებს, გააკეთებს დასკვნებს. ორივე ჯგუფი შეაჯერებს ნამუშევრებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
საგნებთან კავშირი
მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია და ეს თემა უნდა დაუკავშირონ ხელოვნებას ,ჩართონ და მოუსმინონ აუდიო ფირზე  სხვადასხვა საკრავებით  შესრულებულ მელოდიებს.

პროექტის ხელმძღვანელი-მაია ფარტენაძე
ელ.ფოსტა-maiko partenadze@ gmail com
პროექტის ვებ.გვერდი-blogspot.com
გაკვეთილის გეგმა-,,გაიხარეს"

1 комментарий: