Thursday, January 14, 2016

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხენების შესახებ



ჩემი ბლოგი რომ საინტერესო ყოფილიყო გადავწყვიტე დამეწერა ისეთ თემაზე,რომელიც მკითხველის ყურადღებას მიიქცევდა.. იმის გათვალისწინებით რომ ცხენები ძალიან ლამაზი ცხოველები არიან და ამავე დროს სინტერესოებიც,ბევრ ადამიანს მოსწონს ცხენით ჯირითი და მათზე ზრუნვა,თუნდაც უბრალოდ ვიზუალურ ეფექტს ახდენენ მათზე.მაგრამ შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს ცხენებზე რამდენიმე საიტერესო ფაქტი,რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ..

  • დავიწყოთ იმით რომ ცხენი  ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველია.ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები,რომლებიც ბოლოვდება ერთი თითით და ის დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით.
  • ცხენს კარგი მხედველობა,სმენა და ყნოსვა აქვს.მწერების მოგერიებაში ეხმარება გრძელი კუდი და შეუძლია ამოძრავოს კანი. ცხენის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წელს,ზოგჯერ 40-50 წელსაც აღწევს.ცხენი შობს ერთ კვიცს, იშვიათ შემთხვევაში — ორს.ახალდაბადებულ კვიცს რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე შეუძლია ფეხზე დგომა და სიარული.მრავალი ათასი წელია ცხენი ადამიანს ერთგულად ემსახურება. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მისი დახმარებით, არა ერთი ბრძოლა წარმართულა.
  • ძველი ჩანაწერების მიხედვით, პირველი ცხენი 60 ათასი წლის წინ გაჩნდა. მას ეოგიპუსი დაარქვეს (განთიადის ცხენი), ის ძალიან პატარა იყო: წონა 5 კგ და სიმაღლე 35 სმ. ეოგიპუსს წინა ფეხებზე ოთხი თითი ჰქონდა, ხოლო უკანა ფეხებზე სამი.

  • ცხენის ასაკის გასარკვევად, ერთადერთი საშუალებაა შემოწმდეს მისი კბილები.
  • არსებობს ინფორმაცია, რომ ცხენმა იცოცხლა 62 წლამდე. ის ცხოვრობდა ინგლისში და მას ეძახდნენ "ბებერ ბილის".
  • ერთადერთი ცხენის სახეობა, რომელსაც ვერასოდეს ათვინიერებენ, არის აზიური გარეული ცხენი. 
  • ცხენის თვალები სხვა ცხოველების იდენტურია. მას შეუძლია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრაოს ორივე თვალი.ცხენებს ასევე ყველაფრისდანახვა შეუძლიათ განსხვავბულ ფერებში.
  • ცხენს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვს. გაგიკვირდებათ, თუმცა, ის ძალიან განიცდის, როდესაც გრძნობს სისხლის სუნს.
  • მსოფლიოში არსებობს, დაახლობით, 160 ცხენის სახეობა, მაგრამ არაბული ჯიშის ცხენი ყველაზე სუფთა სისხლის არის და ის თავისი თვისებებით, თუ ვიზუალით უნიკალურია.

  • ზოგიერთი ცხენი დამოუკიდებლად სწავლობს კარის გახსნას, რათა თავლიდან სხვა ცხენები გამოუშვას.
  • ცხენებს შეუძლიათ ემოციის განსხვავება, ადამიანის ხმის ტემბრის მიხედვით.
  • ცხენებს მოსწონთ მუსიკა, თუმცა, მათი გემოვნება შერჩევითია. ისინი უპირატესობას     ანიჭებენ მშვიდ, ჰარმონიულ ბგერებს, მაგრამ ღიზიანდებიან ხმაურიან როკზე.
  •  ცხენს აქვს ხუთი მაღალგანვითარებული გრძნობა: გემო, შეხება, სმენა, ყნოსვა და მხედველობა. მათ ასევე აქვთ საიდუმლო მეექვსე გრძნობა: გაძლიერებული მგრძნობელობა,რომელიც ძალიან იშვიათადაა ადამიანში.
  • განსაკუთრებული ყნოსვის მქონე ცხენებს,შეეძლოთ დაკარგული მხედრის პოვნა, სწორედ ამიტომ ძველ დროს ცხენების მფლობელები მათი ტარებისას ხელზე ისხამდნენ თხევად, არომატულ ნივთიერებას.
  • ლიტერატურაში, ხელოვნებასა და თეორიაში ცხენი ხშირად ატარებს განსხვავებულ მნიშვნელობას , დაწყებული ძალაუფლებითა და სილამაზით და დამთავრებული სექსუალური ხელოვნებით. ცხენის ფერი სიმბოლურია: შავი - ეს არის იდუმალი და სახიფათო; თეთრი – ახალი ცხოვრების წინამორბედი.
  •  ცხენის სიზმარი შესაძლოა დაიყოს ორ ტიპად "მოკლე ტალღის ძილი" და "თვალის სწრაფი მოძრაობა". არ არის გამორიცხული რომ ისინი ნახულობენ სიზმრებს.მათ ძილისთვის ყოფნით 4 საათი და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ცხენებს დამდგარი სძინავთ, ეს კი სახსრებში ჩაკეტვის დამსახურებით ხდება.
  •  როდესაც ფაშატი ზრუნავს ახალშობილზე , დროდადრო მისი ძმები, დები, ულაყი და სხვა ფაშატებიც ზრუნავენ კვიცზე და იცავენ მას.
  • ცხენებს აქვთ ძლიერი კუნთები საყლაპავის გარშემო.ეს "ქამარი" იმდენად ძლიერია, რომ ცხენს არ აძლევს ღებინების საშუალებას. 
  • ცხენები, რომლებიც დღეს დღეობით ითვლებიან ველურებად, სინამდვილეში არიან სასტიკები. მაგალითად, მუსტანგი რეალურად არის იმ ცხენების შთამომავალი, რომელიც დაასახლეს ამერიკაში ესპანელებმა XVI საუკუნეში.



















 და ბოლოს,საინტერესო ვიდეო ცხენებთან დაკავშირებით :) 




1 comment:

  1. ძალიან საინტერესო იყო, ვისიამოვნე.

    ReplyDelete