თბილისი:
მანჩესტერი:
2-09-2015, 02:06
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2619,
კომენტარები: 13
რა ვიცით მარტიალზე?
მოგეხსენებათ,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა 19 წლის ფრანგ თავდამსხმელში. ამ სტატიით მცირედ მიმოხილვას გავაკეთებთ "მონაკოს" ყოფილ ფეხბურთელზე ანტონი მარტიალზე.
რა ვიცით მარტიალზე?
მოგეხსენებათ,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა 19 წლის ფრანგ თავდამსხმელში. ამ სტატიით მცირედ მიმოხილვას გავაკეთებთ "მონაკოს" ყოფილ ფეხბურთელზე ანტონი მარტიალზე.

"იუნაიტედმა" მარტიალთან 4 წლიან კონტრაკტს მოაწერა ხელი, ხოლო ტრანსფერის საფასური 36 მილიონ ფუნტს შეადგენს, რის შედეგადაც ანტონი ყველაძე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია ისტორიაში.

რა ცვლილებებს მოუტანს იგი ვან გაალის გუნდს? რა არის მისი სისუსტე და სიძლიერე? რომელი ფეხბურთელისგან ისწავლის და ვის ადარებენ მას?

სწორედ ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს მისი ციტატებით და იმ ხალხის დახმარებით, ვიც მას ყველაზე კარგად იცნობს.

ვინ რის ანტონი მარტიალი?

მარტიალი 19 წლის ფრანგი თავდამსხმელია, რომელიც "ლიონის" აკადემიაში აღიზარდა. პირველ გუნდში მან, მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, სანამ "მონაკოს" შეუერთდებოდა 2013 წელს 3.5 მილიონ ევროდ.

მშვიდი პირველი სეზონის შემდეგ, მარტიალმა უკეთესად გამოიჩინა თავი ახალი მწვრთნელის ლეონარდო იარდიმის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ იგი "მონაკოს" წევრი იყო, როდესაც ფრანგებმა "არსენალი" 3-1 დაამარცხეს "ემირეითზე".

რა ვიცით მარტიალზე?

რა არის მისი სიძლიერე?

პირველი და მთავარი, რაც ყველაზე გასაოცარია, არის მისი მოძრაობა. ევრო 2013-ზე იგი უეფას შედეგებით U-21-ის ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "მონაკოს" ყოფილი მწვრთნელი ტორ-კრისტიან კარლსენი ყურადღებას ამახვილებს მის მონაცემებზე: "სწრაფი, მოძრავი ბურთის არაჩვეულებრივი კონტროლი. იგი აურაცხელი ნიჭის პატრონია".

რა ვიცით მარტიალზე?

კარლსენმა დაამატა, რომ მარტიალს: "არაჩვეულებრივი ალღო აქვს მოწინააღმდეგეს კართან და ეს საკმაოდ იშვიათია ახალგაზრდა ფეხბურთელებში" და ეს ძალიან კარგად ჩანს, როდესაც იგი ერთი-ერთზე თამაშობს მოწინააღმდეგესთან.

რა არის მისი სისუსტე?

კარლსენმა ასევე მის უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა: "მეორე მხრივ, მას აქვს პრობლემები თანმიმდევრობასთან, აქვს უნარი გაუმჯობესდეს ფიზიკურად და გააქროს კითხვები გამბედაობაზე".

რა ვიცით მარტიალზე?

ასევე ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა "მონაკოს" ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, რომელიც მუშაობდა მარტიალთან პირველ სეზონში.

"იგი უნიჭიერესი ახალგაზრდაა, რომელსაც დიდებული მომავალი ელის, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეცვალოს მისი აზროვნება. ხშირად ფრანგული მენტალიტეტი ასეთია: ' დღეს მე კარგად ვითამაშე, ალბათ ხვალაც ასე ვითამაშებ'. არა! შენ ყოველ დღიურად ბევრი უნდა ივარჯიშო, რათა ხვალ საუკეთესო შედეგს მიაღწიო."

რა ვიცით მარტიალზე?

მარტიალს საშუალება ჰქონდა ეთანამშრომლა "იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელთან, რადამელ ფალკაოსთა და "ნიუკასლის" ყოფილ ფორვარდთამ ემანუელ რივიერასთან, როდესაც ისინი ერთად ასპარეზობდნენ "მონაკოში".

"მე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო ფალკაოსგან, და ასევე რივიერასგანაც რა თქმა უნდა. მისი მოძრაობები შეუდარებელია-ეს ძალიან კარგია ჩემთვის, " ამბობს მარტიალი. "მე ბევრი უნდა ვიმუშაო ჩემს მოძრაობაზე და მოქმედების დასრულებაზე, ხოლო ეს ორი ფეხბურთელი კი ჩემთვის საწყისი წერტილია."

რა ვიცით მარტიალზე?

მას ადარებენ ფეხბურთელს, რომელმაც უკვე გაიარა ანალოგიური გზა მონაკოდან პრემიერლიგამდე, რაც დიდი ალბათობით უნდა ამხსნევებდეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს. კარლსენი ფიქრობს, რომ მარტიალს "შეუძლია იყოს ახალი ტიერი ანრი".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ახალგაზრდა ფრანგს ლეგენდარულ ანრის ადარებენ. "თუ მე შევძელი იმის გაკეთება, რაც მან გააკეთა, ეს ნამდვილად გასაოცარი იქნება".

წყარო: Sky Sports
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
2 სექტემბერი 2015 07:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Ehh ragac armjera me magis... ertadarti ramaa ritac amxela pass amartleben ro anris gavso...me manchesteri pani var da minda gaamartlos mara ragac armgonia..mituumetes roca pirveli komentari wavikiyxe amis.manchesteri inglisshi didi gundiao.. :-(
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 სექტემბერი 2015 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ანრიმდე ძალიან ბევრი უკლია და ძალიან ბევრი უნდა იშრომოს, რომ მის დონეს მიაღწიოს, მაგრამ როგორც ახასიათებენ ეს ფეხბურთელი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიულია. ვნახოთ რა იქნება, იმედია გაამართლებს ჩვენ იმედებს და ბევრ გოლებსაც გაიტანს winked
0
№3
ავტორი: AkkRed
2 სექტემბერი 2015 10:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაზე მეტად ის არ მევასება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ამა თუ იმ უკვე ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს ადარებენ
0
№4
ავტორი: tedore
2 სექტემბერი 2015 11:12
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
Imedi maqvs gaamartlebs namdvilad. Rac sheexeba mis komentars rom Manchesteri inglisis yvelaze didi klubia, albat dabneulobisgan mouvida) carmoidginet tqveni tavi roca 19 clis xar da Manchestershi gadasvlaze komentars aketeb, sheizleba gundis saxelic dagavicydes sixarulisgan. Ase rom magis gamo sayveduris tqma AR girs)))
0
№5
ავტორი: chudikone
2 სექტემბერი 2015 12:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დიდი მოლოდინები არ არის, სწორედ ამიტომ მგონია რომ გაამართლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Count Alucard
2 სექტემბერი 2015 17:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დიდი მომავალი ან ექნება, ან არა, მაგრამ ერთი ითხვა იჩნდება, ზუსტად ასეთი სტილის მოთამაშე იყო ველბეკი და იმის გაყიდვას რა აზრი ქონდა თუ იგივენაირი უნდა მოგვეყვანა?
0
№7
ავტორი: dachi_mu
2 სექტემბერი 2015 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Count Alucard,
Zustad sworii shenishvnaaa..daa am transferiit vanhasli lapatqaze shejda... es 19 wlis asakshi gamoidzaxes nakrebshi..welbeki kii ukve ramdeni welia nakrebshia da veravin ityvis ro warumateblad..da welbekze swrapi da dzlieria es pizikurad? ubralod van gaali aris teslii
0
№8
ავტორი: lefty
2 სექტემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ანრი არა რონალდო,ობერტანზეც მაგას იძახოდნენ 2წელი მაგარი ცენზურაობაა ამაში ამდენის გადახდა ველბეკი მილიონჯერ ჯობია და უილსონიც
0
№9
ავტორი: dachi_mu
2 სექტემბერი 2015 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
lefty,
Bazarii araa pizikurad dzlieriao..arada atasjer dzlieriia velbekii da arsenals 15,milionad miyida da vigac matrialshi 48 milioni evro gadaixata imito ro ***a
0
№10
ავტორი: GeorgeBest
2 სექტემბერი 2015 22:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ ვნახოთ რას იზამს. წინასწარ რად გვინდა საუბარი, ბევრი ახალი რონალდუ გვყავდა და ერთი ახალი ანრიც გვყავდეს რა მოხდა

ახალგაზრდა და ნიჭიერია როგორც ყველა ამბობს, იმედია აქვთ გეგმები და იმიტომ მოიყვანეს და არ არის პანიკური ტრანსფერი როგორც აქამდე იყო რამდენიმე. სათამაშო დრო ექნება და ფიზიკურადაც სუსტი ნაღდად არაა რო აქ გაუჭირდეს მაგ მხრივ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top