Wednesday, November 25, 2015

თოვლი

   




მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით კი თოვლი, ქათქათა თეთრი ფიფქების ფარფატი,ფიფქების ცეკვა და თოვლში გართული პატარების წკრიალა ხმები.ულმაზესია თოვლი ტყეში,როცა ხეებს ტანი და ტოტებიც აღარ ეტყობა.
მიყვარს პირველი თოვლი, რაღაც უჩვეულო განწყობას მიქმნის,ფაფუკი თოვლი კი გარესამყაროს თითქოს საპატარძლო კაბას აცმევს.მიყვარს ფეხდაუდგმელი სპეტაკი თოვლი, როცა დილით გამოხვალ გარეთ გაივლი და  შემდეგ როცა მოიხედავ დაინახავ მხოლოდ შენს ნაკვალევს.
    
ჩემთვის თოვლი ასოცირდება სითეთრესთან, სითეთრე კი სიწმინდესთან,როცა არემარე თეთრად შეფერადდება თითქოს სიწმინდე მოდის ჩვენამდე,და ყველას გული სიხარულით გვევსება.

                                  

თითქოს თოვლი ზამთრის ყვავლია რომელიც ბუნებას ალმაზებს,როცა თოვლი მოდის ბედნიერი ვარ რადგან თოვლს მოქავს განსაკუთრებით თბილი განწყობა.მიყვარს თოვლი  იმიტომ რომ ჯადოსნურ სამყაროს გიქმნის,ყოველი თოვლის მოსვლას თან ახლავს მოლოდინი ახლის და რაც მთავარია წრფელი მოლოდინი ახლის.









































No comments:

Post a Comment