Pages

Wednesday, September 7, 2011

მეგობრობა ♥


   ჩვენ ყველას გვყავს გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც ვუწოდებთ მეგობარს. მაგრამ  შეგიძლიათ დაზუსტებით თქვათ რა არის მეგობარი?
   ალბათ ზუსტი ფორმულირება არ აქვს ამ სიტყვას. ყველასთვის მეგობრობა არის რაღაც განსაკუტრებული გრძობა, სწორედ ისე როგორც სიყვარული.

  ჩვენთვის>  მეგობრობა < ალბათ ყველაზე ვნიშვნელოვანია ამ ცხოვრებაში. ვაფასებთ ყველა ჩვენს  მეგობარს და მადლობელები ვართ  რომ ისინი არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში!  მეგობარი არის ის ვისი დანახვა ყოველთვის გვიხარია და ვისთანაც ერთად თავს კარგად ვგრძნობთ. სიტყვა მეგობრობა განსაკუთრებულ სითბოს გვბადებს ...უიმისოდ არაფერი ვიქნებოდით! ნამდვილ მეგობართან არაფერი უნდაგქონდეს დამალული, მას კარგად უნდა იცნობდე , ენდობოდე და გიყვარდეს. რათქმაუნდა მისთვის იმავეს უნდა ნიშნავდე =)))) რაც შეეხება მასთან დაკავშირებულ სირთულეებს....ერთმანეთან ურთიერთობაში მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ შეცდომა არ დაუშვა.. არასოდეს უღალატოდ მეგობარს. ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან ძნელია და მისი შენარჩუნება ორმაგად ძნელია. როდესაც რაღაცა გაწუხებს, გიხარია, როდესაც რამეზე ეჭვობ ყოველთვის გაუზიარებ შენს მეგობარს. ყოველთვის ერთმანეთს დაეხმარებით, ერთმანეთის ბედნიერება საკუთარ ბედნიერებათ მიიღებთ, ისევე როგორც უბედურებას. ნამდვილი მეგობარი არასოდეს მიგითითებს შენს შეცდომაზე, ის უბრალოდ დაგეხმარება, მოგცემს რჩევას და თქვენ ერთად გადაიტანთ ყველაფერს.
   მეგობარი ეს არის :
თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხლო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე  .


ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ…

ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !

თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან, იმის მაგივრად რომ მეც მათთან ერთად გადავხტე, ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ

ჩაიხუტე შენი მეგობარი ძლიერ . . .

მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !!!

ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი…

ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ . .

ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც შენი ხელი უჭირავს და შენს გულს გრძნობს.

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობრები ყოველთვის მიხვდებიან, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არ არის.

      ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია,სიმაგრე დაურღვეველია… გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია… ჭირში მომხმარეა, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.



                          მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ.



მეგობრები მეგობრებად იმიტომ რჩებიან, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან 


მეგობარი არასოდეს გეტყვის: ,,ხომ გეუბნებოდი”,მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა.








   
                       

No comments:

Post a Comment